in

Budweiser სუპერთასის სარეკლამო ბიუჯეტს ვაქცინის პოპულარიზაციაში დახარჯავს

Budweiser სუპერთასს, 37 წლის მანძილზე, პირველად გამოეთიშა!

პირველად, 37 წლის მანძილზე, სუპერთასი Budweiser-ის რეკლამის გარეშე ჩაივლის. კომპანიამ გადაწყვიტა, მარკეტინგული ბიუჯეტი, რაც ამ მიმართულებით უნდა დაეხარჯა, ვაქცინაციის შესახებ ცნობადობის ამაღლებისაკენ მიმართოს, ხოლო სუპერთასს ციფრული სამყაროდან გამოეხმაუროს.
CNBC-ის ცნობით, ქვეყანაში ვაქცინის 39 მლნ დოზა შევიდა, თუმცა, ჯერ მხოლოდ 19.1 მლნ გამოიყენეს, რაც ფედერალური ხელისუფლების მიზნობრივ მაჩვენებელს მნიშვნელოვნად ჩამორჩება. ბრენდი, ასევე, ვაქცინაციასთან დაკავშირებული ინფორმაციული კამპანიის მხარდაჭერას გეგმავს.

სუპერთასზე რეკლამის განთავსების ნაცვლად, ვაქცინაციის პოპულარიზაციაში მონაწილეობის სურვილი გამოთქვეს PepsiCo-მ და Coca-Cola-მაც, რომლის გაყიდვებმა (ისევე, როგორც Budweiser-ისა და არაერთი სხვა კომპანიის), პანდემიის პერიოდში, მნიშვნელოვნად იკლო.

ყოველწლიურად, სუპერთასს, სპორტის გულშემატკივრების გარდა, მთელი სარეკლამო სამყარო ელის. ეს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პერიოდია დიდი სარეკლამო ინვესტიციებისთვის. თამაშის დროს 30-წამიანი რეკლამის გაშვება, დაახლოებით, $5.5 მლნ ღირს. გასულ წელს, თამაშს 100 მლნ მაყურებელი ჰყავდა.

IKEA-მ, მრეწველობისგან დაცვის მიზნით, 11 000 ჰექტარი ტყე შეიძინა

ნატა წერეთელი Diplomat Georgia-ს მარკეტინგის გუნდის ხელმძღვანელი გახდა