in

Budweiser ვალენტინობისთვის „ვარდების კამპანიით“ ემზადება

ვალენტინობის დღესასწაულამდე სულ რაღაც ორი კვირაა დარჩენილი, რაც იმას ნიშნავს, რომ ბრენდები მარკეტინგული კამპანიების სამზადისში არიან ჩაფლულნი. მათ შორისაა Budweiser, რომელიც თავის მომხმარებლებს სთავაზობს, რომანტიკულ იდეებს ლუდთან ერთად ვარდებისა და ევკალიპტის ყლორტების თაიგულიც შემატონ.

UrbanStems-თან თანამშრომლობით, ბრენდმა თაიგული სპეციალურ „ჭიქა-თასში“ მოათავსა — ვარდების გახმობის შემდეგ მისი გამოყენება ლუდის დასალევადაც კი შეიძლება. პაკეტი, სახელწოდებით „This Bud’s For You“, ბუდვაიზერის ყოფილ სლოგანზე მიანიშნებს, რომელიც ჯერ კიდევ 1970-იან წლებში გამოიყენებოდა: „When You Say Budweiser, You’ve Said It All“.

საით მიდის ციფრული დეველოპმენტი?

ბაკურიანში ფრისტაილის, სნოუბორდისა და ფრისკის მსოფლიო ჩემპიონატი ჩატარდება