28
Jun
2017

ადამ დრაივერის და Budweiser-ის არაჩვეულებრივი სიურპრიზი დაზარალებული სამხედროს ოჯახისთვის

28 Jun 2017

Elit Electronics
Elit Electronics


ჯერ კიდევ მანამ, სანამ ადამ დრაივერი ცნობილი მსახიობი გახდებოდა, ის ამერიკის სამხედრო ძალებში მსახურობდა. სწორედ მაშინ, როდესაც ადამი ერაყში უნდა გაეგზავნათ, მან უბედური შემთხვევის შედეგად ხერხემალი დაიზიანა და სამხედრო სამსახურიც ამით დაასრულა. მსგავსი შემთხვევები ალბათ საკმაოდ ბევრია, თუმცა, ლუდის მწარმოებელმა კომპანია Budweiser-მა, ერთი უჩვეულო წერილი მიიღო და საოცრად გულისამაჩუყებელი ისტორიაც აღმოაჩინა. ჯონ უილიამსი, ადამის მსგავსად, სამხედრო იყო, ერთ-ერთი ვარჯიშის დროს მასაც ხერხემალი საკმაოდ სერიოზულად დაუზიანდა. ჯონისთვის, საომარი მოქმედებებისთვის თვალყურის დევნება საავადმყოფოს საწოლიდან საკმაოდ რთული აღმოჩნდა, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც მისი მეგობრები ტყვიას პირისპირ ეგებებოდნენ. უილიამსმა სამხედრო სამსახური არამხოლოდ ფიზიკური, არამედ მორალური ტრავმითაც დატოვა, რომელიც დღემდე ხელს უშლის თვითრეალიზებაში. ამ ისტორიის შესახებ Budweiser-ს ჯონის ქალიშვილმა, ლილიმ უამბო, გოგონამ, რომელსაც ცხოვრების მიზნად აქვს ქცეული გახდეს ექთანი და იზრუნოს ადამიანებზე. თუმცა, მამის ისტორიით შთაგონებულ საყვარელ ლილის, სწავლის გასაგრძელებლად თანხა არ აქვს, სწორედ ამიტომ სთხოვა დახმარება Budweiser-ს. ეს უკანასკნელი ყოველწლიურად გარკვეულ თანხებს გამოყოფს და ორგანიზაცია Folds of Honor Foundation-თან ერთად, მსგავს ახალგაზრდებს საჭირო განათლების მიღებაში ეხმარება. ლილის წერილი, რა თქმა უნდა, უყურადღებოდ არ დარჩენილა და ოჯახმა კომპანიისგან და უშუალოდ ადამ დრაივერისგან მოულოდნელი სიურპრიზი მიიღო.

 

განხილვა