Bugatti, ავტომოყვარულებს, ახალ უნიკალურ მოდელს სთავაზობს – კომპანიამ, კალიფორნიაში, მანქანების შოუზე Centodieci წარადგინა.
https://www.youtube.com/watch?v=6Vxr00ooK18
როგორც CNN წერს, Centodieci 1990-იან წლებში გამოშვებული Bugatti EB110-ის თანამედროვე მოდელია და მის მიხედვით არის აწყობილი. სახელიც მსგავსი აქვს – “Centodieci”, იტალიურად, 110-ს ნიშნავს.
ახალი მოდელის მაქსიმალური სიჩქარეა 236 მილი/ საათში [დაახლოებით, 380 კმ/სთ], აქვს 16 ცილინდრიანი ძრავი და 1 600 ცხენის ძალა.
Centodieci ლიმიტირებული რაოდენობით, სულ 10 ცალი შეიქმნა და მისი ფასი $9 მილიონია.
ფრანგული ავტომწარმოებელი კომპანია Bugatti, 1998 წელს, Volkswagen Group-მა შეიძინა. მას შემდეგ, ბრენდი, ძვირადღირებულ, სწრაფ მანქანებს აწარმოებს.