in

Bugatti ელექტრო ჰიპერმანქანას უშვებს

ჯერ იმას გეტყვით, რომ Bugatti უკვე 115 წლის ხდება და ზუსტად ახლა გადაწყვიტა, თავისი პირველი ელექტრო ჰიპერმანქანის Tourbillon-ის გამოშვება. თუმცა ეს სულაც არ არის Chiron-ის ევოლუცია, Bugatti-ის მისწრაფებას ასახავს ელექტრო მანქანებისკენ და ამასთან, არსებული მემკვიდრეობის ერთგულიც რჩება. ეს ერთგულება კი 4.1 მილიონად არის შეფასებული და ბაზარზე მხოლოდ 250 გამოვა.

BOG
BOG

ამ ეტაპისთვის Tourbillon საწყის ეტაპზეა, სრულიად ახალი ჰიბრიდული ძრავა აქვს, რომელიც 1800 ცხენის ძალას აღწევს, ეს მაჩვენებელი კი Chiron-ისთვის 1500-ს უდრის. V16-ისა და 3 ელექტროძრავას მოიცავს, რითაც ფრანგული ბრენდისთვის მნიშნელოვან ცვლილებას გვთავაზობს.

Tourbillon-ს ხელოვნების ნიმუშად აღწერენ, რომელიც 600-ზე მეტი ნაწილისგან შედგება, მათ შორის ძვირფას ქვებსა და ტიტანსაც აღმოაჩენთ. მსგავსი დეტალები კი სიზუსტისა და ფუფუნებისადმი ბუგატის ერთგულებას ეხმიანება.

ცენტრალური კოსნოლი ელექტრო ჰიპერმანქანის გამორჩეული ნაწილია, ალუმინისგანაა შექმნილი და მინასაც მშვენივრად იხდენს. ეს კომბინაცია კი ინტერიერს მეტად ელეგანტურსა და დახვეწილს ხდის. 

საინტერესოა, რომ ეს ჰიპერმანქანა ბრენდის პირველი ახალი დიზაინია მას შემდეგ, რაც 2021 წელს ელექტრო მანქანების მწარმოებელ Rimac-თან გაერთიანდა. Tourbillon ასევე გვთავაზობს იმას, რასაც დიედრალური კარი ეწოდება, მარტივად რომ ვთქვათ, კარი ზემოთ იწევა, რაც დიზაინს უნიკალურ ელფერს სძენს. 

რაც შეეხება სიჩქარეს, 400 კმ/სთ-ს შეუძლია, მიაღწიოს, რაც მას ჰიპერმანქანების ბაზარზე ყველაზე დიდ კონკურენტად აქცევს. თუმცა Tourbillon-ის შემთხვევაში საქმე მხოლოდ სიჩქარეს კი არა, არამედ მემკვიდრეობას, ოსტატობასა და ხელოვნებას ეხება.

ZEG – ამბის თხრობის საერთაშორისო ფესტივალი დასრულდა

როგორ მივიღოთ სწორი გადაწყვეტილებები?