in

მანქანა გამორჩეული ფორმებით – Bugatti-ს 110 წლიანი ისტორია

საკმაოდ ბევრ ავტომწარმოებელზე გიამბეთ, მაგრამ თქვენთვის ჯერ კიდევ დაგვრჩა ისეთ ავტომობილებზე მოსაყოლი, რომლებმაც შექმნეს ეპოქა და ბევრისთვის ცხოვრებისეულ მიზნად იქცნენ. ესენი არიან ავტომობილები, რომლებმაც დიდი გავლენა მოახდინეს ადამიანების გემოვნებასა და ცნობიერებაზე და რომლებიც ერთგვარ ნიშად იქცნენ. ერთ-ერთი ასეთი ავტომობილი ბუგატია, რომლის ისტორია უხსოვარი დროიდან, 1900 წლიდან იწყება.

დასაწყისი (1900-1920-იანები)

ბუგატის ხსენების დროს ხშირად უშვებენ შეცდომას და მას იტალიურ ავტომწარმოებელს უწოდებენ. ეს არის ბრენდი, რომელიც საფრანგეტში (და ამჟამად მდებარეობს) დაფუძნდა. ბუგატი გამოირჩევა მდიდარი სარბოლო მემკვიდრეობით, რომელიც თარიღდება 1900-იანი წლების დასაწყისით.

ერთ-ერთი პირველი ბუგატი

ბუგატის შექმნის იდეა სწორედ მაშინ გაჩნდა, როდესაც ახალგაზრდა მამაკაცს, სახელად ეტორე ბუგატის, დაებადა ავტომობილის შექმნის იდეა შიდა წვის ძრავის გარშემო. ერთი წლის შემდეგ, ძმები გულინელების დახმარებით, მსოფლიოში პირველი ბუგატის დებიუტი შედგა. მან მოიპოვა საავტომობილო ჯილდო T2 Trophy საერთაშორისო გამოფენაზე კონსტრუქციისა და დიზაინისთვის.

პირველ ავტომობილს მოყოლილმა წარმატების ტალღამ გამოიწვია De Dietrich Company ინიციატივა ეტორესთან გაეფორმებინათ კონტრაქტი, რომლის მიხედვითაც ეტორე ამ კომპანიის ქვეშ განაგრძობდა ბუგატის მანქანების წარმოებას. თუმცა, ეს მცდელობა წარუმატებლად დასრულდა და ეტორემ ახალი კონტრაქტი გააფორმა ემი მათასთან. ეს გაერთიანებაც ჩაიშალა. უარყოფითი მოვლენებით დატვირთულმა ეტორემ მოითხოვა ფინანსური დახმარება Vizcaya–სგან და 1909 წელს დააარსა Automobiles Ettore Bugatti; ქარხნის მისია იყო ბუგატის მანქანებისა და ძრავების მასობრივი წარმოება. ქარხანა იყო მოლშეიმში, ელზასში, საფრანგეთში. 1910 წლისთვის ხუთი ბუგატის მანქანა შეიქმნა და გაიყიდა. ეტორეს თანაშემწემ, ერნესტ ფრედრიხმა, დაიწყო ბუგატის ავტომობილების კამპანია სხვადასხვა ტიპის სარბოლო სქემებზე. ბუგატიმ მოიგო რამოდენიმე რბოლა – მათ შორის საფრანგეთის გრან პრი – 1911 წელს. მან ასევე გააფორმა კონტრაქტი პეჟოსთან ბებ პეჟოს წარმოებისათვის მოდელი 19 ძრავით.

Bugatti Type 19

1930-1940-იანები

რაც არ უნდა არაჩვეულებრივი იყო ბუგატის რბოლა, თითოეული მანქანა ასევე შექმნილი იყო ესთეტიკური ღირებულებებით. მაგალითად, Brescia Type 13-ს, რომელიც დომინირებდა ტრასაზე პირველი მსოფლიო ომის შემდგომ წლებში, ჰქონდა კვერცხის ფორმის რადიატორის ცხაური – ამ დიზაინში ეტორე მამამისმა დაარწმუნა, რადგან ის ფიქრობდა, რომ კვერცხი არის ყველაზე სრულყოფილი ბუნებრივი ფორმა. მომავალ მოდელებში შასი დაიწია და კვერცხმა ერთგვარად ცხენის ფორმა მიიღო, ეს დიზიანი სამუდამოდ დარჩა ბუგატის დნმ-ში.

Brescia Type 13

თუ რომელიმე მანქანა განსაზღვრავს Bugatti-ს სარბოლო მემკვიდრეობას, ეს არის ცრემლის ფორმის ტიპი 35. მისი დებიუტიდან, 1924 წლიდან, 1931 წლის საბოლოო წარმოების ჩათვლით, მანქანამ 2000-ზე მეტი გამარჯვება მოიპოვა. ბილიკის მიღმა, ბუგატის ამბიციას განასახიერებდა Type 41 Royale, დიდებული საავტომობილო მანქანა არისტოკრატებისთვის და კეთილშობილებისთვის. თუმცა, ეს მოდელი სულ ექვსი დამზადდაა და აქედან მხოლოდ სამი გაიყიდა; დიდი დეპრესიის რეალობამ შეაფერხა მოთხოვნა ყველაზე ძვირადღირებულ ავტომობილზე.

Type 41 Royale

სწორედ ამ განვითარებამ შეინარჩუნა ბუგატი 1930-იანი წლების მშფოთვარე წლებში – ესაა პერიოდი, როდესაც შეიქმნა პირველი მანქანები, რომლებიც ეტორეს უფროსი ვაჟის, ჟანის, შეუდარებელ დიზაინს ატარებდნენ, ელეგანტური, თანამედროვე ტურისტული მანქანები.

საუკეთესო მიღწევა იყო 1936 წლის Type 57SC Atlantic, რომელიც აღჭურვილი იყო თირკმლის ფორმის კარებითა და ფანჯრებით და ავანგარდული სწრაფი უკანა კორპუსით. მისი ტექნიკური მახასიათებლები კი ამგვარი იყო – კაპოტის ქვეშ იდო რვაცილინდრიანი ძრავა, რომელიც ივსება 156.6 კილოვატამდე, მაქსიმალური სიჩქარე 200 კილომეტრი საათში. ეს მოდელი მხოლოდ სამი გამოუშვეს და გამოშვებიდან მხოლოდ სამი წლის შემდეგ, ჟან ბუგატი, ეტორეს მემკვიდრე და კომპანიის მომავალი, დაიღუპა ავარიაში.

Type 57SC Atlantic

1940-50-იანები

მეორე მსოფლიო ომის დროს ბუგატიმ მნიშვნელოვანი დაღმასვლა განიცადა. მეორე მსოფლიო ომის დროს განადგურდა შტაბი და ქარხანა. შემდეგ კი, რამდენიმე ახალი ავტომობილის წარმოების შემდეგ, მათ შორის Type 73C, ეტორე ბუგატი გარდაიცვალა 1948 წლის 21 აგვისტოს. ხანგრძლივი ვარდნის შემდეგ, 1952 წელს Bugatti-ს კომპანიამ საბოლოოდ შეწყვიტა მუშაობა.

Type 73C

1980-1990-იანები

1950-60-იან წლებში ბრენდის აღორძინების რამდენიმე წარუმატებელი მცდელობის შემდეგ, იტალიელმა მეწარმემ, რომანო არტიოლიმ, შეიძინა Bugatti-ს ბრენდი 1987 წელს და დააარსა Bugatti Automobili SpA Artioli. მას სურდა, ბუგატის სახელი დაებრუნებინა იტალიურ მიწაზე და დაგეგმა ახალი ქარხნის შექმნა მოდენაში, იტალია – ადგილმდებარეობა, რომელიც ცნობილი გახდა სხვა საავტომობილო სახელების გამორჩეული კოლექტივით, მათ შორის ფერარი, პაგანი და ლამბორჯინი. დაახლოებით ხუთი წლის შემდეგ შეიქმნა ავტომობილი, რომელიც კიდევ ერთხელ დააყენებდა ბუგატის მსოფლიო სცენაზე – EB 110. ეს ინჟინერიის სრულიად ახალი მიღწევა იყო და მისი დიზაინი ლამბორჯინი მიურასა და კონტაჩის ცნობილმა დიზაინერებმა, სპაოლო სტანზანმა და მარჩელო განდინმა შექმნეს.

EB 110

იგი იყენებდა ნახშირბადის ბოჭკოებით გაძლიერებულ პოლიმერულ შასს და იკვებებოდა 3.5 ლიტრიანი, ხუთ სარქველიანი თითო ცილინდრიანი, ოთხბინიანი V12 ძრავით, ექვს სიჩქარიანი მექანიკური გადაცემათა კოლოფითა და მოწინავე ოთხბორბლიანი სისტემით. ამ ამოვტომობილის მხოლოდ 139 ერთეული შეიქმნა, რადგან 1995 წელს კომპანია კვლავ გაკოტრების წინაშე დადგა.

Veyron EB 16.4

Volkswagen AG–მ შეიძინა ბუგატის ბრენდი 1998 წელს და შექმნა Bugatti Automobiles S.A.S. 90-იანი წლების ბოლოს სხვადასხვა საავტომობილო გამოფენაზე რამდენიმე კონცეფციის მანქანის დაცინვის შემდეგ, კომპანია გაჩუმდა, რათა ჩუმად და გულმოდგინედ შეემუშავა თავისი ახალი მოდელი – Veyron EB 16.4. ვეირონი იკვებებოდა 8.0 ლიტრიანი, W16 ცილინდრიანი ძრავით, რომელიც წარმოშობდა განსაცვიფრებელ 1,184 ცხენის ძალას და 1,106 ფუნტ ფუტს ბრუნვის მომენტს. მას შეუძლია ასტრონომიული 431.072 კმ/სთ-ის გამომუშავება. ვეირონი გახდა ბუგატის სახე და მან ეს სტატუსი დიდი ხნის განმავლობაში შეინარჩუნა.

2000-2010-იანები

თუმცა, ვეირონი 2015 წელს ჩაანაცვლა ქირონმა – ერთ-ერთმა ყველაზე გამორჩეულმა ავტომობილმა ბუგატის ისტორიაში.

Bugatti Chiron

ფრანგულმა ჰიპერ სპორტული ავტომობილების მწარმოებელმა აღნიშნა 110 წლის იუბილე 2018 წელს Chiron Sport–ის სპეციალური გამოცემით, რომელიც შემოიფარგლება მხოლოდ 20 ავტომობილის წარმოებით. ეს უახლესი მოდელი არა მხოლოდ უკიდურესად ექსკლუზიურია, არამედ ღირსეულ პატივს მიაგებს ავტომწარმოებლების წარმოშობას და წარმომავლობას. მალევე ჟენევის საავტომობილო შოუზე ბუგატიმ წარმოადგინა ყველაზე ძვირადღირებული ახალი მანქანა, რაც კი ოდესმე გამოუშვია – La Voiture Noire, რომელიც ჟან ბუგატის Type 57 SC– ის შთაგონებით შეიქმნა. „შავი მანქანა“ მხოლოდ ერთი ცალი დამზადდა და ის ერთმა წარმატებულმა ინვესტორმა იყიდა 11 მილიონ ევროდ.

La Voiture Noire

მიუხედავად დღევანდელ ბაზარზე მარკის ბრწყინვალებისა და სიმდიდრისა, აშკარაა, რომ ბრენდის მემკვიდრეობა სასიცოცხლო მნიშვნელობისაა მისი დიზაინერებისა და ინჟინრებისთვის. შესაძლოა, ინოვაციის ამ მუდმივმა მცდელობამ დიდი ხნის განმავლობაში შეინარჩუნოს Bugatti–ს სახელი მომავალში.

ავტორი: თინათინ უგრეხელიძე

“ცისფერ გალერეაში” ლევან სონღულაშვილის მულტიმედიური გამოფენა, Triptychos გაიმართება

Quarry Life Award-ის რიგით მე-5 კონკურსში მონაწილეების მიღება დაიწყო!