6
Mar
2019

ბუგატის ახალი მოდელი, რომელიც $19 მილიონი ღირს

6 Mar 2019

veon
veon


ცოტა ხნის წინ, ჟენევის საავტომობილო შოუზე “ბუგატიმ” ახალი მოდელი – La Voiture Noire წარადგინა. ამ მოდელში განსაკუთრებული ის არის, რომ იგი მხოლოდ ერთადერთი დამზადდა და თანაც სულისშემძვრელი ფასი – 19 მილიონი დოლარი ღირს. ბუგატის ახალ მოდელს მდიდრული ლიმუზინისა და სპორტული მანქანის ნაზავს ადარებენ.

როგორც მისმა შემქმნელებმა თქვეს, 16 ცილინდრიანი ძრავის მქონე მოდელი ძველი, თავად ჯინ ბუგატის მიერ შექმნილი მოდელის – Bugatti Type 57-ის მოტივებზე შეიქმნა, რომელიც თავის დროზე საკმაოდ პოპულარული მანქანა იყო, თუმცა, მეორე მსოფლიო ომის შემდეგ იგი აღარ გამოუშვიათ. როგორც ამბობენ, ამ მოდელის შექმნით მათ თავიანთი მემკვიდრეობა დაიბრუნეს.

განხილვა