22
Jan
2019

ნამდვილი ავტომობილი, რომელიც LEGO-ს კონსტრუქტორებით არის აწყობილი

22 Jan 2019

veon
veon


Bugatti-მ და LEGO-მ, ერთობლივი ძალისხმევით, რეალური ზომის ავტომობილის შექმნა გადაწყვიტეს. მოდელის Chiron “ლეგოს” ვერსიის კონსტრუირებისთვის 339 სხვადასხვა ელემენტი გამოიყენეს. ავტომობილი ორ მგზავრს იტევს, ხოლო კონსტრუქცია და დიზაინი მაქსიმალურადაა მიმსგავსებული ორიგინალთან. ყველაფერი “ლეგოსგან” არის გაკეთებული: სავარძლები, სამართავი ღილაკები, სატერფულები, მაშუქები, ციმციმები, მინის მწმენდი, საჭე, სპიდომეტრი… “ბუგატი ქირონის” კონსტრუქცია 1,500 კგ-ს იწონის, რაც ორიგინალის 3/4-ს შეადგენს.

 

ავტომობილის შესაქმნელად, “ლეგოს” დიზაინერი აურელიენ როუფიანჟე თექვსმეტ სპეციალისტთან ერთად მუშაობდა. საერთო ჯამში, მოდელის აწყობამ, თითოეული ადამიანის მიერ დახარჯულ დროს თუ შევკრებთ, 13.400 საათი მოითხოვა. აღსანიშნავია, რომ “სათამაშო” Chiron, ორიგინალთან ვიზუალური მსგავსების მიუხედავად, ისეთი მძლავრი არაა. მას მხოლოდ 5.3 ცხ.ძ აქვს და საათში, სულ რაღაც, 29კმ/სთ-ის განვითარება შეუძლია.

თუკი ასეთი Bugatti Chiron-ის სათამაშო ვერსიის შეძენა გსურთ, LEGO-ს ონლაინ მაღაზიაში ის $350-ად არის ხელმისაწვდომი.

განხილვა