in ,

ბუგატის ელექტრომადუღარა, რომელიც იდეალურ ჩაის დაგიმზადებთ

ცოტა ხნის წინ ცნობილმა ბრენდმა, ბუგატიმ ახალი მოწყობილობა – ელექტრონული ჩაიდანი შესთავაზა მომხმარებლებს. ჩაიდანი ერთგვარად ფოლადის ჩანთას ჰგავს. შეიძლება ითქვას, რომ ეს ფორმა მას განსაკუთრებულ და ორიგინალურ ვიზუალს აძლევს.

ახლა კი მის ტექნიკურ მახასიათებლებზე გადავიდეთ. ბუგატის ჩაიდანი იდეალურ ტემპერატურას ქმნის ჩაის გასაკეთებლად. გარდა ამისა, განსხვავებით ბევრი სხვა ჩაიდნისგან, აქედან სითხე არა ქაოსურად, არამედ ნელა გადმოდის.

აღნიშნული ჩაიდანი ჭკვიან მოწყობილობად ითვლება მისი რამდენიმე თვისებიდან გამომდინარე. პირველ რიგში იმიტომ, რომ მისი მართვა დისტანციურადაა შესაძლებელი. მას აქვს ბლუთუზ სისტემა და თავისუფლად შეგვიძლია ჩვენს მობილურს ან ლეპტოპს დავუკავშიროთ. მაშინ, როდესაც სიცივიდან მოვდივართ, შეგვიძლია, მადუღარას ვანიშნოთ, რომ ცხელი ჩაი გვსურს, როგორც კი მივალთ – ის კი დაგვახვედრებს.

რაც მთავარია. ელექტროჩაიდანში ტემპერატურის რეგულირება ჩვენვე შეგვიძლია ამ მოწყობილობებით. მას აქვს ასევე ფუნქცია, ტემპერატურა დაახლოებით 3 საათის განმავლობაში შეინარჩუნოს. ამას გარდა, ჩაიდანი ბავშვებზეც ზრუნავს და ცხელი წყლის გაგრილებაც შეუძლია.

18/10 უჟანგავი ფოლადისგან შექმნილი კორპუსით, ბუგატის ჩაიდანი ისეთივე ელეგანტურია, როგორც სხვა უჟანგავი ფოლადის ხელსაწყოები, რაც მას თანამედროვე სამზარეულოსთვის შესაფერისს ხდის.

“როცა წვიმს ლიმონი…” – Bud Light-მა იუმორისტულ რეკლამაში ცნობილი ფრაზა გააცოცხლა

ნახეთ: Audi X Travel Companion – ამფიბიური მანქანა, ხმელეთისა და წყლის თავგადასავლებისთვის