in

როგორ ავაწყოთ კონტენტ-კალენდარი?

კონტენტ კალენდრის შექმნა ბევრად უფრო რთული ჩანს, ვიდრე სინამდვილეშია. ცარიელი Excel-ის ცარიელი ცხრილის გახსნაც კი შეიძლება დამღლელი იყოს. საბედნიეროდ, ხანდახან ყველაფერი, რაც სწორ გზაზე დასადგომად გჭირდებათ, სწრაფი ინსტრუქციები და ეფექტური შაბლონია. ამ პოსტში ჩვენ გთავაზობთ გიდს, კონტენტ კალენდრის შესაქმნელად.

მაინც, რას გულისხმობს კონტენტ კალენდარი? ჩვენ განვსაზღვრავთ კონტენტ კალენდარს, როგორც გასაზიარებელ ინფორმაციას, რომლის გამოყენებაც გუნდებს შეუძლიათ აქტივობის დასაგეგმად შეუძლიათ. ის საშუალებას გაძლევთ წარმოიდგინოთ, თუ როგორ ნაწილდება თქვენი კონტენტი, გარკვეული პერიოდის განმავლობაში. მას რამდენიმე უპირატესობა აქვს.

მოიპოვეთ განყოფილების შიდა და განყოფილებათაშორისი ინფორმაცია: აცნობეთ ყველას, თუ რა, როდის და სად ქვეყნდება, რათა არ მოხდეს მოულოდნელი შემთხვევა, რასაც ძალისხმევის გაორმაგება ახლავს ხოლმე.

იქონიეთ კონტენტის საერთო ხედვა, თუ როგორ განაწილდება თქვენი კონტენტი მთელი წლის განმავლობაში.

განსაზღვრეთ კონტენტის ეტაპები: დაგეგმეთ კონტენტი ძირითადი მოვლენების ან მნიშვნელოვანი თარიღების გარშემო.

დარწმუნდით, რომ კონტენტი მზად არის დროულად გამოსაქვეყნებლად.

თანმიმდევრულობა ძალიან მნიშვნელოვანია. საოცარი ახალი იდეები და შემოქმედებითობა გვეხმარება, მაგრამ მხოლოდ მათზე დაყრდნობა არ შეგვიძლია, რადგან საკმაოდ არათანმიმდევრული და არასანდოა. ამის ნაცვლად, ყველა უნდა იყოს ერთსა და იმავე ტალღაზე, თუ რა კონტენტი იქმნება, სად და როდის ქვეყნდება. ეს უნდა გაკეთდეს რეგულარულად, მუდმივად.

კონტენტის კალენდრის წარმატების გასაღები

მიუხედავად იმისა, კონტენტს ყოველკვირეულად გეგმავთ, ყოველთვიურად თუ კვარტალურად, კონტენტ კალენდრის წარმატების რამდენიმე უნივერსალური გასაღები არსებობს:

გახსოვდეთ: კონტენტ კალენდარი არის ცოცხალი დოკუმენტი. ის უნდა შეიცვალოს ისე, როგორც ამას თქვენი კონტენტი საჭიროებს.

არ არსებობს ერთი სწორი გზა თქვენი კონტენტ კალენდრისთვის: არსებობს მილიონი განსხვავებული მეთოდი, შაბლონი და მიდგომა.

შექმენით კონტენტის საცავი: ნუ ჩაეჭიდებით იდეებს, რომელთა განხორციელებასაც დაუყოვნებლივ ვერ შეძლებთ და ნუ ჩაეხსნებით იდეებს იმ აზრით, რომ ვერასდროს შეძლებთ ამის გაკეთებას. ამის ნაცვლად, შექმენით შინაარსის იდეების საცავი, რომელსაც შეძლებთ შეხვიდეთ საჭიროების შემთხვევაში.

დაიწყეთ თქვენი არსებული კონტენტის ან რესურსის გადახედვით, რათა ნახოთ, რას შეგიძლიათ მოუძებნოთ ხელახალი დანიშნულება და მოარგოთ არსებულ ამოცანას.

გადააკეთეთ სლაიდები ვიდეოებად ან ბლოგ-პოსტებად.

გამოიყენეთ თქვენი საკუთარი მონაცემები ან კვლევა ინფოგრაფიკის ან სიახლეების წარსადგენად.

ვიდეო/აუდიო კონტენტისთვის თქვენი კოლეგების გამოცდილება შეგიძლიათ გამოიყენოთ.

White Paper ან რეპორტი: დაყავით დიდი კონტენტი ნაწილებას, ბლოგ პოსტების სერიად ან სოციალურ საკითხებში. ეს კონტენტის ატომიზაციაა.

კონტენტში სამი ტიპის მიმართულება უნდა გამოყოთ:

მსხვილკალიბრიანი შოუ: რუბრიკული ტიპის კონტენტი, რომელიც სულ მცირე, ორი სახის აუდიტორიას მიმართავს. ეს შეიძლება იყოს პოდკასტი, ვიდეო სერიები, ვებინარები, თეთრი მოხსენებები და ა.შ.

ერთჯერადი კონტენტი: ესაა სპეციალური კვარტალური ან ყოველწლიური გამოცემა, რომლებითაც დამკვეთის მთავარ ტკივილს ან თემას ეხმიანებით. მიუხედავად იმისა, რომ ისინი ნაკლები სიხშირით მიმდინარეობს, ვიდრე პირველი კატეგორია, მაინც საკმაოდ დიდი მნიშვნელობისაა. ეს შეიძლება იყოს კვლევითი ნაშრომი, კონკურსები, მომხმარებლის მიერ გენერირებული კონტენტის კამპანია და ა.შ. მას არ აქვს თანმიმდევრულობის იგივე დონე, მაგრამ მაინც უნდა შეესაბამებოდეს თქვენს ბრენდს, ხმასა და ტონს.

რეგულარულად დაგეგმილი კონტენტი: ასეთი ტიპის კონტენტი ავსებს თქვენს კალენდარს. მას შეიძლება ჰყავდეს განსხვავებული ავტორი, თემა ან ფორმატი, შინაარსიდან გამომდინარე, მაგრამ ყოველთვის ერგება კონტენტ სტრატეგიას და მხედველობაში აქვთ მინიმუმ ერთი მკაფიო აუდიტორია.

დაგეგმეთ, გამოაქვეყნეთ, გაარეკლამეთ, თვალყური ადევნეთ შედეგებს და არეგულირეთ თქვენი კონტენტი

ჩაატარეთ დაგეგმვისთვის რეგულარული შეხვედრები ყველა იმ პირთან, ვინც კონტენტის შექმნაშია ჩართული.

განიხილეთ არამხოლოდ კონტენტის შინაარსი, არამედ წინა კამპანიების შედეგები, აუდიტორიის ჩართულობის ხარისხი, სტატისტიკა. განიხილეთ, რა ტიპის კონტენტია უფრო შედეგიანი და რომელია დასახვეწი.

 

წყარო: convinceandconvert

მალე YouTube ფასიანი კურსების განთავსების საშუალებას მოგცემთ

რატომ უნდა ვისაუბროთ შემოქმედებით გადაწვაზე?