in

კარგად მოკალათდით, თვალები დახუჭეთ და დაიძინეთ -Squarespace-ის რეკლამა სუპერთასზე.

დიახ, კარგად მოკალათდით !  თქვენ საინტერესო სიახლე გელოდებათ. ოსკაროსანმა მსახიობმა ჯეფ ბრიჯესმა Squarespace-სთან ერთად საინტერესო პროექტი განახორციელა. მათ ჯეფ ბრიჯესის პირველი მუსიკალური ალბომი ჩაწერეს.

ალბომის რეკლამა-პრეზენტაციას ფართო მასშტაბები ესაჭიროებოდა. შესაბამისად, რეკლამაც სუპერთასის ფინალზე გაუშვეს. (სარეკლამო კამპანიაზე სააგენტო Wieden + Kennedy-მ იმუშავა)

და მაინც, რატომ არის განსაკუთრებული ჯეფ ბრიჯესის მუსიკალური ალბომი. ვერ ვიტყვით, რომ ის მართლაც მუსიკალურია. ალბომში ჩაწერილია სხვადასხვა ხმები, რომელიც რელაქსაციისთვისაა განკუთვნილი. “კარგად მოკალათდით, თვალები დახუჭეთ და დაიძინეთ” – სწორედ ასე დაანონსდა ჯეფ ბრიჯესის ალბომი.

უამრავი ადამიანია, რომელიც გადატვირთული გრაფიკით მუშაობს და ბუნებაში გასვლას ვერ ახერხებს. სწორედ ამიტომ ჩაიწერა ალბომი, რომელიც დაძინებაში დაგეხმარებათ. პროექტის ფარგლებში შეგიძლიათ შეხვიდეთ საიტზე და ჩანაწერს ონლაინ რეჟიმში მოუსმინოთ, გადმოწეროთ ან ასლი შეუკვეთოთ, რომელსაც ან დისკზე ან ვინილზე ჩაგიწერენ.

იმ შემთხვეაში, თუ მსმენელი  ჩანაწერმა ძალიან “ჩაითრია”,  200 დოლარიანი ოქროს ვინილის ყიდვაა შესაძლებელი და იმ 5 ადამიანს შორის მოხვედრა, რომელიც ოქროს ვინილს ჯეფ ბრიჯესის ავტოგრაფთან ერთად მიიღებს. გაყიდვების დროს შემოსული თანხა მთლიანად ქველმოქმედებას ხმარდება.

როგორ წარსდგა Victoria Secret-ი სუპერთასზე!

კაი ბიჭებს ფული დააკლდათ! სიჩქარე მნიშვნელოვანია! Swiss Capital-ის კამპანია გრძელდება [EXCLUSIVE]