7
დეკ
2017

ააშენე რამე უკეთესი! ლეგოს სათამაშო კედელი, რომელიც ბავშვებს არ მოსწონთ! – საინტერესო ექსპერიმენტი

7 დეკ 2017

მართალია, ერთი შეხედვით, ცოტა რთულია პატარა ბავშვებს პოლიტიკური ამბები და ხშირად სრულიად უსაფუძვლო გადაწყვეტილებები მათთვის გასაგებად აუხსნა, თუმცა ფაქტია, რომ ორგანიზაცია Catholic Charities of Los Angeles-მა თავის ახალ პროექტში მიზანს საკმაოდ ორიგინალურად მიაღწია. ამ უკანასკნელმა, პატარების ერთ-ერთი საყვარელი გასართობის, ლეგოს დახმარებით მათი საკმაოდ არგუმენტირებული და მართებული შეხედულებები გამოავლინა იმ უაზრო კედელთან დაკავშირებით, რომელზეც წარმოუდგენელი ფინანსები უნდა დაიხარჯოს და რომელმაც ადამიანები ერთმანეთს კიდევ უფრო მეტად უნდა დააშოროს. ლოგოს ფორმით შექმნილმა კედელმა ბავშვებში საკმაოდ დიდი პროტესტი და უარყოფითი ემოციები გამოიწვია და საბოლოო ჯამში, მათივე ხელით განადგურდა კიდეც. ორგანიზაციისა და სააგენტო David&Goliath-ის ერთობლივი პროექტი და მასთან ერთად, სარეკლამო ვიდეორგოლიც საკმაოდ ეფექტური გამოვიდა.

BOG PLUS

 

განხილვა