build.tbilisi.gov.ge ახალი პლატფორმაა, რომელიც მოემსახურება მოსახლეობის ინფორმირებას თბილისში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტების შესახებ. თბილისის მერიაში იმედოვნებენ, რომ ვებგვერდი პროცესში მოსახლეობის ჩართულობას გაზრდის და შექმნის შესაძლებლობას, რომ მოქალაქეებმა თავიანთი საცხოვრებელი არეალის განვითარებას მონიტორინგი გაუწიონ. საიტზე მოქალაქეებს შეუძლიათ მიუთითონ თავიანთი რაიონი, უბანი, ქუჩა და დეტალურად მიიღონ ინფორმაცია იქ მიმდინარე სამუშაოების შესახებ. აქ განთავსებული იქნება, როგორც პროექტის მიმდინარეობის ამსახველი ფოტომასალა, ისე, კონტრაქტორთან დაკავშირებული ინფორმაცია.
ვებგვერდი, სადაც თბილისში განხორციელებულ სამუშაოებს გაეცნობით
