in ,

ვირტუალური სავაჭრო გამოფენა შავი ზღვის რეგიონის ქვეყნებისათვის!

2014 წლის 29 სექტემბრიდან 4 ოქტომბრის ჩათვლით გაიმართება სამშენებლო დარგის პირველი ვირტუალური გამოფენა შემდეგ მისამართზე: http://buildexpo2014.virtualfairs.eu.

ვირტუალური სავაჭრო გამოფენის ფიზიკური ლოკაცია: ბულგარეთი, პლოვდივის რეგიონის ვაჭრობის პალატა.

build-e-expo

კომპანიებს საშულება ეძლევათ:

–   სავაჭრო პლათფორმაზე გამოფინონ თავიანთი პროდუქტები და მომსახურება

–   მიიღონ ინფორმაცია დარგში არსებულ სხვა ფორმებზე შავი ზღვის რეგიონის აუზის მასშტაბით

–   ისარგებლონ ნეთვორქინგისა და სავაჭრო კავშირების დამყარების შესაძლებლობით

კომპანიების მონაწილეობა უფასოა, სავაჭრო პლათფორმაზე რეგისტრირება მარტივ პროცედურებს მოიცავს. ვირტუალურ სავაჭრო პლათფორმაში კომპანიებს საშუალება ექნებათ ასევე შექმნან საკუთარი კომპანიის სტენდი.

თითოელი მონაწილე ფირმა მიიღებს ვირტუალურ კიოსკს, რომელსაც ექნება ჩვუელებრივი გამოფენის ფუნქციები ელეტრონული სახით, რომლის მართვა თავად კომპანიის ოფისიდან იქნება შესაძლებელი.

პროექტის შესახებ დამატებითი ინფორმაციისათვის ეწვიეთ შემდეგ ვებ-გვერდს: http://www.virtualfairs.eu/en/

მეტრომარტის “წყვილების გამოწვევა” ექსკლუზიურად მარკეტერზე

სტუდია “ლებედევმა” მოსკოვის მეტროს ახალი ლოგოტიპი წარმოადგინა