არქიტექტურულმა ვებ პლატფორმამ ArchDaily ტრადიციულად დააანონსა კონკურსი “წლის შენობა”, რომელშიც მსოფლიო მასშტაბით გემოვნებიანი არქიტექტურული ნიმუშები იღებენ მონაწილეობას. პლატფორმის მიზანი საერთო არქიტექტურული ცოდნის გაზიარება და არქიტექტორების წახალისებაა. წინა წელს ამ კონკურსში Fabrika იღებდა მონაწილეობას, წელს კი მასში სასტუმრო სტამბა მოხვდა. სასტუმრო კონკურსში კონკრეტულად “hospitality” კატეგორიაშია ნომინირებული. ხმის მიცემის პროცესი 10 თებერვალს იწურება და ის აღნიშნულ ბმულზეა შესაძლებელი.

ფოტოები: Nick Paniashvili



















