14
Feb
2020

Rooms Hotel-ში თბილისის არქიტექტურის ბიენალეს წიგნის „მხოლოდ შენობები არ კმარა“ პრეზენტაცია გაიმართება

14 Feb 2020

14 თებერვალს, 19:00 სთ-ზე Rooms Hotel-ში თბილისის არქიტექტურის ბიენალეს წიგნის „მხოლოდ შენობები არ კმარა“ პრეზენტაცია გაიმართება. გამოცემა თავს უყრის ყველა იმ ძირითად აქტივობასა და კვლევას, რომლებიც 2018 წელს თბილისის პირველი არქიტექტურის ბიენალეს დროს ჩატარდა.

 

გარდა წიგნის პრეზენტაციისა, ბიენალეს სამუშაო ჯგუფი ასევე წარმოგიდგენთ 2020 წლის ბიენალეს გეგმებსა და კონცეფციას.

პრეზენტაციის პარალელურად მხოლოდ ამ დღეს შესაძლებელი იქნება პუბლიკაციის 40 ლარად შეძენა. წიგნების რაოდენობა შეზღუდულია. დეტალური ინფორმაციისთვის ეწვიეთ ბმულს. 

განხილვა