ძალიან მალე საქართველოს ბაზარს სამშენებლო და სარემონტო მასალების პირველი აპლიკაცია შეემატება. მოქნილი, თანამედროვე და სანდო Buildy მომწოდებლებს ვირტუალურ სივრცეში გააერთიანებს და მომხმარებლებს პროდუქციის ფართო ასორტიმენტს შესთავაზებს. წარმოიდგინეთ, ყველაფერი, რაც მშენებლობის ან რემონტის დროსაა საჭირო — მასალები, ხელსაწყოები, სანტექნიკა, კლიმატური ტექნიკა, ავეჯი თანმხლები აქსესუარებით, განათება და ელექტრო პროდუქცია — თავს ერთ აპლიკაციაში მოიყრის, რათა მომხმარებლებმა სასურველი პროდუქციის ნებისმიერ დროსა და ადგილას შეძენა, მომწოდებლებმა კი გაყიდვა შეძლონ.
იმისთვის, რომ აპლიკაციით სარგებლობა რაც შეიძლება სასიამოვნო, პრაქტიკული და უსაფრთხო იყოს, „ბილდიში“ პროდუქციის კატეგორიის მიხედვით ძებნისა და შედარების ფუნქციები, ონლაინ გადახდის დაცული მექანიზმი და, რაც მთავარია, კომფორტული მიტანის სერვისი დაგხვდებათ.
„ეს ინოვაციური აპლიკაცია დაზოგავს დროს, იქნება ძალიან კომფორტული და გაამარტივებს სარემონტო მასალების შეძენის და მოძიების პროცესს“, — აცხადებენ „ბილდიში“.
„სამშენებლო მასალების სექტორი ჩვენი პროგრამისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი, პრიორიტეტული მიმართულებაა, რომლის მხარდაჭერის ფარგლებშიც გვსურს, სექტორში შეიქმნას ახალი ინოვაციური ელექტრონული სერვისები, რომლებიც, ერთი მხრივ, მომხმარებელს გაუმარტივებს სასურველ პროდუქციაზე წვდომას; ხოლო, მეორე მხრივ, მიმწოდებლებს შესთავაზებს პროდუქტის რეალიზაციის ციკლის სრულ ავტომატიზებას და პროდუქტის უკეთ წარმოჩენის შესაძლებლობას. ამ თანამშრომლობით, ვფიქრობთ, როგორც სამშენებლო მასალების, ასევე ელექტრონული კომერციის სექტორი მიიღებს განვითარების მნიშვნელოვან შესაძლებლობებს“, — აცხადებს პაატა სირბილაძე, USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის ელექტრონული კომერციისა და საინფორმაციო ტექნოლოგიების მიმართულების ხელმძღვანელი.
აპლიკაცია ერთნაირად ხელსაყრელია, როგორც მყიდველებისთვის, ისე მომწოდებლებისთვის:
სმარტფონის მეშვეობით, მომხმარებელს უამრავ მაღაზიასა და სხვადასხვა კატეგორიის პროდუქციაზე აქვს წვდომა, მყისიერად ინფორმირებულია ფასდაკლებებისა და შეთავაზებების შესახებ და მარტივად საზღვრავს, სასურველი პროდუქციის შესაძენად, რა ბიუჯეტი სჭირდება.
მსხვილ, საშუალო და მცირე ზომის მომწოდებლებს Buildy გაყიდვების ახალ არხს სთავაზობს. აპლიკაციის მეშვეობით, მომწოდებლებს საშუალება ექნებათ, ყოველთვის და ყველგან მისწვდნენ ახალ აუდიტორიას, შესაბამისად, გაზარდონ გაყიდვების მოცულობა და ბიზნესის წარმატებით საქმიანობისთვის საჭირო რესურსებიც სწორად მართონ.
თუ ხართ სარემონტო/სამშენებლო მასალების მომწოდებელი, შეგიძლიათ მიწეროთ მეილზე და შეურთდეთ Buildy-ის აპლიკაციას: [email protected].
აპლიკაცია Buildy საქართველოში სამშენებლო პროექტების მართვის ყველაზე მსხვილი კომპანია „სიემსისა“ და მრავალპროფილური ტექნოლოგიური კომპანია „ნოქსტონის“ ერთობლივი პროექტია და USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის ხელშეწყობით ხორციელდება.
[R]