შემოქმედებითობა, ინდივიდუალიზმი და თვითგამოხატვა ის სიტყვებია, რომლებიც ხშირად უკავშირდება ე. წ. კოსტიუმებისა და როლური თამაშების საზოგადოებებს (LARP), თანაც ზუსტად ის არის, რისი ჩვენებაც Eastpak-ს სურდა თავის უახლეს ფილმში. მრავალფეროვანი პერსონაჟებით, კამპანია მხარს უჭერს გამძლეობას კონფორმიზმის მიმართ და ამქვეყნიური მოსაწყენი რეალობისადმი დაუმორჩილებლობასაც აღნიშნავს.
„Eastpak-ში იმ ადამიანების გვერდით ვდგავართ, ვინც არ იღებს სტატუს-კვოს. სწორედ ისინი არიან ადამიანები, რომლებიც შთააგონებენ და იღებენ ცვლილებებს, ზეიმობენ თვითგამოხატვის მშვენიერებას და აქვთ სურვილი, გამოიკვლიონ მათ გარშემო არსებული სამყარო. Cosplay და LARP საზოგადოებები იდეალურად ესადაგება ამას, ჩვენ კი Built to Resist 24-ით გვინდოდა, მათი ეთოსის ერთგულნი დავრჩენილიყავით“, — აცხადებს პიტ ვიკვორტი, Eastpak-ის მარკეტინგის ხელმძღვანელი.
კამპანიაზე შემოქმედებითმა სააგენტო Mutant-მა იმუშავა, რომლის დამფუძნებლის თქმით, Eastpak ყოველთვის იყო ბრენდი, რომელიც ტრანსფორმაციებს შთააგონებდა… რეკლამაც შემდგომი ფრაზით მთავრდება: We are built to resist.