in

„ბუკნარი” – ზღვისპირა სახლი, რომელიც „უკვე მიყვარს”

ფოტოები, რომლებსაც ამ სტატიაში ხედავთ, Pinterest-იდან გადმოწერილი არ გეგონოთ. ეს „ბუკნარის” ფოტოებია, რომელიც აჭარის ცენტრში, ბათუმიდან 7 წუთის სავალ გზაზე მდებარეობს და როგორც უნიკალური ლოკაციით, ისე ულამაზესი ბუნებით იპყრობს ჩვენს ყურადღებას. როცა ამ ფოტოებს ნახავ, რთულია, ეს ადგილი ერთი ნახვით არ შეგიყვარდეს, სწორედ ამიტომ ბუკნარის სლოგანად იქცა ფრაზა: „უკვე მიყვარს”. 

რა არის ბუკნარი?

ეს არის ახალი საკურორტო უბანი, რომელსაც კომპანია „ლისი დეველოპმენტი” შავი ზღვის სანაპიროზე აშენებს. ის მოიცავს სასტუმროსა და აპარტამენტების კომპლექსს, რომელიც ლისი დეველოპმენტის ცნობილი მწვანე კონცეფციით – 80/20-ზე პრინციპით იქნება გაშენებული. ეს იმას ნიშნავს, რომ შენობა-ნაგებობები მთლიანი ტერიტორიის მხოლოდ 20%-ს დაიკავებს, დანარჩენი 80% კი ბუნებრივი გარემოს შენარჩუნებასა და ახალი რეკრეაციული ზონების შექმნას დაეთმობა. შედეგად, მივიღებთ ზღაპრულ ადგილს, სადაც ნებისმიერ სეზონზე და განსაკუთრებით ზაფხულში ჩამოსვლა, ნამდვილად ყველასთვის საოცნებო იქნება.

ცხოვრების ახლებური სტილი, რომელიც „უკვე მიყვარს”

რაც კი თანამედროვე ადამიანს თავისი ინდივიდუალური სტილის გამოსახატავად სჭირდება, ბუკნარში ყველაფერი დახვდება. ლისი დეველოპმენტის ფილოსოფიაც სწორედ ამას ეყრდნობა – ბრენდს სურს, მის მცხოვრებლებს ყველაფერი ჰქონდეთ იმისთვის, რაც დაბალანსებული, მშვიდი და ჰარმონიული ცხოვრებისთვის არის აუცილებელი.

მაგალითად, საკუთარ აპარტამენტში ხარ და უცებ მოგინდა აუზზე ცურვა, ბუკნარის კომპლექსში შიდა საცურაო აუზით სარგებლობა შეგეძლება, ამიტომ შორს წასვლა არ მოგიწევს.

საღამოს ოჯახთან ერთად რესტორანში მოისურვე ვახშმობა, რესტორანიც იქვეა, ტერიტორიიდან გაუსვლელად. 

ჯანსაღი ცხოვრების წესი გიტაცებს და დილაობით სირბილი, ვარჯიში გინდა, ჩამოხვალ სპორტულ მოედანზე და ივარჯიშებ, რამდენი ხანიც გინდა…

რაც მთავარია, შენს სახლს აქეთ მთა აკრავს გარშემო, იქით – ზღვა, სადაც გინდა გაისეირნებ, ან სულაც ლამაზი ხედებით დატკბები.

ერთი სიტყვით, თუ ხარ რომანტიკოსის არქეტიპის მქონე ადამიანი, რომელსაც ყოველთვის მოსწონდა იტალიურ ან ფრანგულ ფილმებში, ზღვისპირა ქალაქების თვალიერება და თავის მთავარ გმირად წარმოდგენა; გიყვარს ცხოვრება და თითოეული წამით ტკბობა, სიმშვიდე, ხელუხლებელი ბუნება და ყოველთვის ეძებდი ჯადოსნურ ადგილს საცხოვრებლად, მაშინ ბუკნარი ის ლოკაციაა, რომელიც უკვე შეგიყვარდება.

გარდა ცხოვრებისა, ბუკნარი მიმზიდველი პროექტია იმითაც, რომ აქ შეგიძლია, საუკეთესო ოჯახური დასვენების დღეები მოიწყო, ან საინვესტიციოდ გამოიყენო და აქციო ის შენი შემოსავლის წყაროდ.

ინფრასტრუქტურული დეტალები

ბუკნარის პროექტით გათვალისწინებულია აპარტამენტები, რომელთა ფართობიც  35 კვ.მ.-დან 70 კვ.მ.-მდე იქნება. თითოეული მათგანი მფლობელს Turn–Key კონდიციით ჩაბარდება, რაც იმას ნიშნავს, რომ მცხოვრებლებს არ მოუწევთ ცალკე დროისა და რესურსის ხარჯვა რემონტზე, ავეჯსა და მსგავს დეტალებზე. რემონტით დაწყებული, ავეჯითა და აქსესუარებით დამთავრებული, ბუკნარის სახლში ყველაფერი გამზადებული დაგხვდება. ამასთან, თითოეულ აპარტამენტს ექნება ხედი მთაზე ან ზღვაზე. 

გამომდინარე იქიდან, რომ ბუკნარის კონცეფცია ბუნებასთან სიახლოვეს მოიცავს, მნიშვნელოვანია მისი დაბალი სიმჭიდროვით განაშენიანება, რაც არქიტექტურულ პროექტში გათვალისწინებულია.

ლისი დეველოპმენტი

ლისი დეველოპმენტის სახელი უცხო არავისთვისაა. მას უკვე საკმაო გამოცდილება აქვს და არაერთი ცნობილი პროექტი უდევს პორტფოლიოში. ესენია: მწვანე ქალაქი ლისზე, კურორტი კოხტა-მიტარბი, ლისის ტბა…

ბუკნარის საკურორტო უბნის გენერალური გეგმისა და არქიტექტურის მომზადებაში ლისი დეველოპმენტთან ერთად ბრიტანული არქიტექტურული სტუდიაც მუშაობდა. შესაბამისად, ამ გეგმაში ყველა საჭიროებაა გათვალისწინებული, რაც ადამიანის ბედნიერ ცხოვრებას განაპირობებს. 

დამატებითი ინფორმაციისთვის, იხილეთ პროექტის ვებგვერდი.

[R]

„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა

#სადანროგორ გავერთოთ 26-28 ივლისს — ღონისძიებების კალენდარი