IKEA-მ ბულიგნის უარყოფითი გავლენის დემონსტრირებისთვის ორიგინალური ექსპერიმენტი ჩაატარა. კამპანიის განსახორციელებლად სკოლა აირჩია, ადგილი, სადაც ბულინგის პრობლემა განსაკუთრებით აქტუალურია, მისი ზემოქმედება კი, ძალიან მძიმე. მოსწავლეების ყურადღების მიპყრობა კომპანიამ ორი მცენარის საშუალებით შეძლო, სწორედ მათ მაგალითზე წარმოადგინა IKEA-მ ამ საკითხის სირთულე და მასთან დაკავშირებით საზოგადოების ცნობიერების ამაღლების აუცილებლობა.