in

ინტერნეტ ბულინგის გამო, „არსენალის“ მეკარემ Twitter-ის ანგარიში გააუქმა

Sporti
Sporti

“EFL Cup-ის” გათამაშება უიღბლო გამოდგა ლონდონის არსენალის ახალგაზრდა ისლანდიელი მეკარისთვის. რუნარ რუნარსონი „მანჩესტერ სიტისთან“ სათასო დაპირისპირებაში მიკელ არტეტამ ძირითადად შემადგენლობაში დააყენა. მეკარემ რიად მარეზის მიერ შესრულებული საჯარიმო დარტყმა ხელში ვერ შეიმაგრა და კურიოზულად, საკუთარ კარში გაიტანა. საბოლოოდ, შეხვედრა სტუმართა დამაჯერებელი გამარჯვებით დასრულდა და „არსენალი“ ტურნირს გამოეთიშა.

ლონდონელების ბოლოდროინდელი არადამაჯერებელი გამოსვლისა და უარყოფითი შედეგების ფონზე, გაბრაზებულმა გულშემატკივრებმა, ამჯერად, ისლანდიელი მეკარე ამოიღეს სამიზნეში, სხვადასხვა გულშემატკივართა ჯგუფებში, გვერდებზე, განსაკუთრებით კი – „ტვიტერის“ პლატფორმაზე დაიპოსტა უამრავი დამცინავი პოსტი, კომენტარი, meme, როგორც ჩანს, მეკარე სოციალურ მედიას აქტიურად ადევნებს თვალს და სიახლეებს ეცნობა, ნამატჩებს ინტერნეტ ბულინგის ფონზე მეკარემ საკუთარი ინსტაგრამის გვერდი გააუქმა, ინგლისური მედიის ცნობით, ის დეპრესიაშია და თავს ცუდად გრძნობს.


წელს საჩუქრებს Wolt მოგიტანთ!

მარიამ კაპანაძის ანიმაციამ – “მიტოვებული სოფელი” ჰოკაიდოს ანიმაციური ფილმების საერთაშორისო ფესტივალზე ჯილდო დაიმსახურა