in

ნახეთ: ბუმბულებით შექმნილი ფერთა პალიტრა

ისტორიის მანძილზე ხალხი აღფრთოვანებული იყო ფრინველის ბუმბულით, მისი დახვეწილი სილამაზის გამო. გარკვეულ ეპოქებში მოდურიც კი იყო ბუმბულის ტარება, თუმცა ზოგჯერ ეს იშვიათი და გადაშენების პირას მყოფი ფრინველების სახეობების შეძენასთან ასოცირდებოდა. მოკლედ რომ ვთქვათ, ბუმბულს ბევრნაირი დანიშნულება მოეძებნება. დღეს კი Feather Shades-ზე ვისაუბრებთ — ეს არის მე-20 საუკუნის იშვიათი წიგნი, რომელშიც 143 ფრინველის ბუმბულია წარმოდგენილი. თითოეულ მათგანს კი შესაბამისი ინსტრუქცია ახლავს თან, თუ როგორ უნდა მიიღოთ ეს კონკრეტული ფერი.

1900-იანი წლების დასაწყისში Bayer-ის მიერ წარმოებული ეს არტეფაქტი უკიდურესად უნიკალურია და ანტიკვარული კოლექციის ნაწილს წარმოადგენს. როგორც ვარაუდობენ, წიგნი 1913-1918 წლებში შეიქმნა — ანუ, იქამდე, ვიდრე გადამფრენ ფრინველებზე კანონს მიიღებდნენ, რომელიც დაცულ სახეობებზე ნადირობას კრძალავდა.

გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელი საქართველოში მომუშავე ჟურნალისტებისთვის კონკურსს აცხადებს!

ცივად მოხარშული ყავა ლაზერით 3 წუთში დაამზადეს