28
Dec
2016

ბუნება, ოჯახი, საოცარი ფანტაზია და გაცოცხლებული ზღაპარი – დასვენების საუკეთესო საშუალება

28 Dec 2016



მაშინ, როდესაც საზოგადოების უმეტესობა მთელ დროს სახლში ტელევიზორთან ან კომპიუტერში სოციალურ ქსელებთან ერთად ატარებს, ბრიტანული Center Parcs–ის ბუნებაში მოწყობილი დასასვენებელი კომპლექსი მთლიანად მომხმარებლის კომფორტისთვის არის შექმნილი. თუმცა, მიუხედავად სუფთა ჰაერისა და განსაკუთრებულად ლამაზი ადგილებისა, მომხმარებლის აქტივობა ამ ადგილას არც თუ ისე მაღალია. იმისთვის, რომ საზოგადოებას მსგავსი ადგილების მნიშვნელობა და ხიბლი შეახსენონ, Center Parcs–ის წარმომადგენლება ძალიან კარგი ვიდეორგოლი შექმნეს. არაჩვეულებრივი ოჯახი, ბუნება, სასიამოვნო გარემო, უბრალოდ ფანტაზია და გაცოცხლებული ზღაპარი, – რგოლი იმდენად შთამბეჭდავი გამოვიდა, რომ მხოლოდ ასეთი თავგადასავლების ძიების სურვილი აამოძრავებს მომხმარებელს და კვლავ დაუბრუნებს Center Parcs–ს იმ მნიშვნელობას, რომელსაც ის უდაოდ იმსახურებს.

 

განხილვა