22
Jun
2017

პრინტ კამპანია გარემოს დაბინძურების მძიმე შედეგებთან დაკავშირებით

22 Jun 2017

გარემოს დაბინძურების საკმაოდ მძიმე შედეგებთან დაკავშირებით, არაერთი კამპანია თუ საინტერესო ვიდეორგოლი გვინახავს, მიუხედავად დიდი ძალისხმევისა პრობლემა მაინც აქტუალურია და კიდევ უფრო პროგრესირებადი. პლასტმასის ბოთლები და სხვა ნარჩენები დღითიდღე გამოუსწორებელ ზიანს აყენებენ ჰაერს, გარემოს, ტყეს და რა თქმა უნდა, მასთან ერთად, ცხოველებსაც. ცალკე განხილვის საგანია ბუნება, რომელიც დაუნდობლად იჩეხება, ნადგურდება და ჰაერიც მასთან ერთად იკარგება. ამ ყველაფერს კი ათასობით უნიკალური ცხოველი ეწირება. ორგანიზაცია SOS Mata Atlântica-ს ახალი პრინტ კამპანია სწორედ ამ რთულ პრობლემას ეხება. პოსტერები, რომლებიც სააგენტო DPZ&T-მა შექმნა, ზუსტად გადმოგვცემენ იმ მდგომარეობას, რაც თითოეული ადამიანის დაუდევარ საქციელს მოჰყვება.

განხილვა