19
მაი
2017

პანელური დისკუსია “ბუნების ეკონომიკა” ფუნიკულიორზე გაიმართება

19 მაი 2017

საქართველოს გარემოს და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო და გერმანიის საელჩო საქართველოში, 24 მაისს, ოთხშაბათს, საღამოს 7 საათზე, კომპლექს „ფუნიკულიორის“ მე-3 სართულზე – ბუნების ეკონომიკის შესახებ მაღალი კლასის პანელურ დისკუსიას გამართავენ.

BOG PLUS

დებატები ეძღვნება კითხვას: „შესაძლებელია თუ არა საქართველოს ეკონომიკის ზრდა ბუნებაზე ზრუნვის გარეშე?“ დისკუსიაში მონაწილეობენ, როგორც სახელმწიფო, ასევე კერძო სექტორისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები. ადგილობრივ მონაწილეებს საერთაშორისო გამოცდილებას გაუზიარებენ პავან სუხდევი — TEEB-ის (The Economy of Ecosystems and Biodiversity) მეთოდოლოგიის ფუძემდებელი და კავიტა შარმა — TEEB საქართველოში განხორციელებული საცდელი კვლევის კოორდინატორი.

„ბუნების ეკონომიკის“ სამიზნე ჯგუფებს წარმოადგენენ ეკონომიკური ლიდერები, ფინანსური ექსპერტები, ეკონომიკის და გარემოს დაცვითი ფაკულტეტების სამაგისტრო სტუდენტები და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები. დისკუსიის მიზანია, გადაწყვიტოს, არსებობს თუ არა საერთოდ ქართულ ეკონომიკაში ბუნების დაცვასთან კავშირის დილემა და რა როლი შეიძლება ითამაშონ ბიომრავალფეროვნების და ეკოსისტემების სერვისებმა საზოგადოების ეკონომიკური ღირებულებების ჩამოყალიბებაში.

პანელური დისკუსიის კონცეფცია TEEB-ის მიერ საქართველოში განხორციელებული საცდელი კვლევის მიგნებებს ემყარება და ბიომრავალფეროვნების და ეკოსისტემების სერვისების ეკონომიკური მნიშვნელობის ხაზგასმას ისახავს მიზნად. დისკუსიის ფარგლებში აქცენტირებული იქნება დამოკიდებულება განვითარების მიზნებს, ადამიანის კეთილდღეობასა და ეკოსისტემების სერვისებს შორის. მონაწილეები იმსჯელებენ „მწვანე ეკონომიკაზე“ — როგორც ეკონომიკური ზრდისთვის აუცილებელ, მდგრადი განვითარების ახალ ხელსაწყოზე.

[R]

განხილვა