in

ბუნებრივი თუ ხელოვნური ნაძვის ხე?

ამ კითხვაზე პასუხი არც ისე მარტივი საპოვნელია, დებატების საგანიც კი ყოფილა და პასუხი ზუსტად იმაზეა დამოკიდებული, თუ ვის ჰკითხავთ და რა ფაქტორებს გაითვალისწინებთ… ფაქტი ის არის, რომ ყოველწლიურად უამრავ ნაძვის ხეს ვყიდულობთ მთელი მსოფლიოს მასშტაბით, ამიტომ მდგრადი არჩევანის გაკეთება ჩვენს ინტერესებში უნდა შედიოდეს.

M2
M2

მართალია, ორივეს აქვს როგორც დადებითი, ისე უარყოფითი მხარე, მაგრამ სანამ გადაწყვეტილებას მიიღებთ, თითოეული უნდა განიხილოთ:

თუ ცოცხალ საახალწლო ნაძვის ხეს ყიდულობთ

როცა ხე ცოცხალია და იზრდება, ჰაერიდან ნახშირორჟანგს იღებს და ზრდისთვის იყენებს. სწორედ ეს აკავებს სათბურის გაზებს ატმოსფეროს მიღმა, სადაც ძალიან ბევრი ნახშირორჟანგი გლობალურ დათბობას გვაძლევს შედეგად. ეს პროცესი კი მაშინვე ჩერდება, როცა ხეს ჭრიან. მოჭრილი ხე დაშლას იწყებს და შთანთქმულ ნახშირბადს გამოყოფს. 

კარგი ის არის, რომ ხის ფესვთა სისტემა კვლავ აგრძელებს მის შენახვას გარკვეული დროის მანძილზე და ახლად დარგული ხეებიც ამ ციკლს აგრძელებს. და როგორ უნდა იპოვოთ ყველაზე მდგრადი ცოცხალი ხე? დაფიქრდით ხის წარმოშობაზე, როგორ მოვიდა ის თქვენამდე, რადგან ტრანსპორტირება და დიდხანს მგზავრობა სათბურის აირის ემისიების ერთ-ერთი მთავარი წყაროა.

თქვენი ცოცხალი ნაძვის ხის დაშლა

ის, თუ რას მოუხერხებთ ნაძვის ხეს დღესასწაულის დასრულების შემდგომ, ძალიან მნიშვნელოვანია. გადამუშავება იმაზე სწრაფი იქნება, ვიდრე დასაშლელად ხის ნიადაგში დატოვება. თანაც ამ უკანასკნელ შემთხვევაში მეთანი გამოიყოფა, რაც ატმოსფეროს დათბობის კუთხით ნახშირბადზე უარესია. ამიტომ, მოძებნეთ ადამიანი, რომელიც ხეს დაამუშავებს და მას რაღაც მიზნით გამოიყენებს, თუნდაც თავისი ფერმისთვის. 

რაც შეეხება დაკომპოსტირებას, ეს კიდევ ერთი ვარიანტია. შესაძლოა, ხეები გამოყენებულ იქნას, როგორც ეროზიის ბარიერი ქვიშისა და ნიადაგისთვის, ან როგორც თევზების საცხოვრებელი ტბებში. თუ ეზო გაქვთ, შეგიძლიათ ჩიტების სახლადაც აქციოთ.

თუ ხელოვნურ ნაძვის ხეს ყიდულობთ

მრავალი წლის მანძილზე გექნებათ და არაფერი დაგჭირდებათ მისი შენარჩუნებისთვის. თუმცა გახსოვდეთ, თუ გადაგდებას გადაწყვეტთ, ასობით წელი დასჭირდება დაშლისთვის. ამიტომ, პირველი წესი ხელოვნური ნაძვის ხით ემისიების შემცირებისთვის, მისი ხელახლა გამოყენებაა წლების მანძილზე. ასე შეამცირებთ ნახშირბადის კვალს წარმოების, შეფუთვისა თუ მიწოდების კუთხით. თანაც ბევრი ხელოვნური ხე ისეთია, რომ 30 წელზე მეტხანსაც კი გაძლებს, ამისთვის უბრალოდ შენახვის პირობები უნდა დაიცვათ. ხოლო თუ დაზიანდება, ჯერ ნახეთ, შესაძლებელია თუ არა მისი კონკრეტული ნაწილის ჩანაცვლება ან შეკეთება და შემდეგ დაფიქრდით გადაგდებაზე.

დააკვირდით, საიდან მოდის თქვენი ხე — უმეტესობა ჩინეთში იწარმოება, ტრანსპორტირება კი კვლავ ემისიებს ზრდის. ამიტომ, უმჯობესი იქნება, თუ თქვენთან ახლომდებარე მწარმოებელს მიაგნებთ. თანაც ზოგი ხელოვნურ ნაძვის ხეს გადამუშავებადი მასალებისგან ქმნის… ბუნებრივია, თუ არჩევანს უფრო მოკლე, ნაკლებ ტოტიან ხეზე შეაჩერებთ, ემისიებიც ნაკლები იქნება. 

მიეცით ხელოვნურ ხეს მეორე შანსი — თუ აღარ მოგწონთ ან თქვენი ახალი სახლისთვის საკმაოდ დიდი გგონიათ, გაყიდეთ ან საქველმოქმედო მიზნით გადაეცით ვინმეს. შეგიძლიათ კრეატიულობაც გამოიჩინოთ და ძველი ნაძვის ხით ახალი დეკორატიული ნივთები დაამზადოთ. 

განათება ძალიან მნიშვნელოვანია

დღესასწაულებზე ეს კი ყველაზე ძალიან გვიყვარს, მაგრამ ეცადეთ, რაც შეიძლება ცოტა განათება გამოიყენოთ. LED ნათება უფრო ენერგოეფექტურია… 

დაბოლოს, გახსოვდეთ, გააკეთეთ მეტად მდგრადი არჩევანი და შეამცირეთ ნახშირბადის კვალი, როცა ამის რეალური შესაძლებლობა გაქვთ.

ყველაფერი, რაც ოქროში ინვესტირების შესახებ უნდა იცოდეთ

უკვე სანტას ჩეტბოტთან საუბარი შეგვიძლია!