in

Burberry, ახალი კოლექციისთვის, სათევზაო ბადეებს და ლითონის ნარჩენებს გადაამუშავებს

Burberry, ახალ კოლექციას, ეკოლოგიურად სუფთა მასალებით შეკერავს. როგორც Euronews წერს, ბრენდი, მოდის ინდუსტრიაში, ცირკულარული ეკონომიკის განვითარებას უწყობს ხელს. ეს ნიშნავს, რომ პროდუქციის შესაქმნელად საჭირო ნედლეულს თავად შექმნის.

BOG
BOG

 

https://www.instagram.com/p/B0qqv2egYN_/?utm_source=ig_embed

კომპანიის ხელმძღვანელობის თქმით, ოკეანეების სანაპიროზე გამორიყულ ნარჩენებს, სათევზაო ბადეებს, ფაბრიკა-ქარხნებში დარჩენილ ჯართს გადაამუშავებენ და იმ ქსოვილებს გამოიყვანენ, რითიც მომდევნო წლის კოლექციის პალტოებს/ლაბადებს შეკერავენ.

https://www.instagram.com/p/B0p6pMige6Q/?utm_source=ig_embed

2020 წლიდან, Burberry, ნარჩენების გადამუშავებით მიღებული ნედლეულით შექმნილ ახალ კოლექციას მთელს მსოფლიოში, მათ შორის, საქართველოშიც წარადგენს.

https://www.instagram.com/p/B0qV9LagC1S/?utm_source=ig_embed

2022 წლისთვის კი, გეგმავენ, საწარმოო პროცესში ნულამდე დაიყვანონ ნახშირჟანგის კვალი, ანუ ბრენდი ნახშირჟანგ-ნეიტრალური გახადონ.

შენი ძაღლის გულისთვის მაინც დაანებე! – კამპანია სიგარეტის წინააღმდეგ

ახალზელანდიურ პატარა ქალაქს ეს მომღიმარე ლოგო თითქმის $100 000 დაუჯდა?