25
Dec
2012

“ბარბერის” გლამურული ივენთი

25 Dec 2012

გლამურული “ივენთი” ჩიკაგოში “ბარბერის” მაღაზიის გახსნაზე
ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ინგლისური მოდის სახლის “ბარბერის” მაღაზია უკვე ჩიკაგოშია. ახალი ფილიალი სიდიდითაც კი, არ ჩამოუვარდება ლონდონის მაღაზიას. ამიტომ ეს ღონისძიება განსაკუთრებული და დასამახსოვრებელი აღმოჩნდა ადგილობრივებისთვის. 5 სართულის სიმაღლის მაღაზიის გახსნაზე საზოგადოებას ბრენდის საკულტო პალტოები წარუდგინეს. და არა მხოლოდ საჩვენებლი სახით.
გახსნის ღონისძიებას ბრენდის კრეატიული დირექტორი კრისტოფერ ბეილი მასპინძლობდა. განსაკუთრებული მოთხოვნით, ყველას ვინც საღამოს ესწრებოდა, “ბარბერის” პალტო ეცვა. ბრენდის წარმომადგენლებმა ყველაფერი არა მხოლოდ მომხარებლის გამოცდილების გასაუმჯობესებლად, არამედ თითოეული კლიენტისთვის პერსონალური გამოცდილების მისანიჭებლად ჩაიფიქრეს. საღამოს ბრიტანელი მუსიკოსი კარლ ბარატი აფორმებდა, ცოცხლად, დიჯეი მეტ როანის კომპოზიციების თანხლებით ასრულებდა საკუთარ კომპოზიციებს.
საღამოს გახსნას ინგლისელი და ამერიკეილ “სელებრითები” ესწრებოდნენ. მათ შორის მსახიობები ჩარლი ბარნეტი, ბილი ზეინი და ალექს ჰოლდენი, ყოფილი ამერიკელი ფეხბურთელი ჯერი აზუმა და სხვები.

http://www.youtube.com/watch?feature=player_embedded&v=cIlynBX7Rhs

განხილვა

Leave a Reply

Your email address will not be published.