Burberry კვლავ აგრძელებს კამპანიას It’s Always Burberry Weather: London in Love და ამჯერად სათქმელს ნაომი კემფბელის, რიჩარდ ე გრანტის, ქეით უინსლეტისა და სხვათა დახმარებით გვიზიარებს. თითოეული პერსონაჟის ეპიზოდი ერთი გრძელი ფილმის ნაწილია, რომელიც 1990-2000-იანი წლების რომანტიკული ფილმებითაა შთაგონებული და ლონდონის ამინდებსაც ეხმიანება. მათ შორის The Holiday-ის, Notting Hill-სა და Four Weddings and a Funeral-ს ვხვდებით.
„ბარბერის სიყვარულის ისტორია კამპანიის კინემატოგრაფიული ლინზით ცოცხლდება. იუმორს, ოპტიმიზმს და, რა თქმა უნდა, ჩვენი გაერთიანებული სამეფოს არაპროგნოზირებად ამინდს ეხება“, — ამბობს ბარბერის შემოქმედებითი ხელმძღვანელი დანიელ ლი.
ასე კი რეალობასაც ასახავენ და წყალგამძლე სამოსის უპირატესობასაც აღნიშნავენ, თუმცა, რადგან ვალენტინობა ახლოვდება, მეტად რომანტიკულად: