Burberry-მ წაშალა ზღვარი რეალობასა და წარმოსახვას შორის. ოქროსფერ მინდვრებზე, იდუმალ ტყეებსა და წყალზე მონავარდე ახალგაზრდებისთვის თვალის მოცილება არც ისე ადვილად გამოგივათ. ვიდეორგოლის შემოქმედებით ნაწილზე სააგენტო Megaforce-მა იმუშავა, VFX-ჯადოქრობა კი MPC-მ აიღო საკუთარ თავზე.