in

Burberry-ის რედიზაინი, როგორც ბრიტანული სიმბოლიზმის ახალი ეტაპი?

როდესაც Burberry-იმ 6 თებერვალს თავისი ახალი ბრენდინგი გამოაქვეყნა, გრაფიკული დიზაინისა და მოდის სამყაროს საზოგადოებამ „შვებით ამოისუნთქა“. ეს არ ნიშნავს, რომ წინა ვიზუალური სახე ვინმეს ნაკლებად მოსწონდა ან ადამიანები ლოგოების მუდმივ ცვლილებას აფასებენ — უბრალოდ, სერიული wordmark-ის ხელახლა დანერგვა მისასალმებელი კონტრასტი აღმოჩნდა ერთგვარი მინიმალური ბრენდინგისთვის.

შესაძლოა, მოსალოდნელი იყო დენიელ ლის Burberry-ში რაღაც უფრო „მასშტაბურით“ დაბრუნება, მაგრამ ახალი ლოგო ბრენდის ორიგინალი სიმბოლოს განახლებას წარმოადგენს — ცნობილი, როგორც Mounted Knight Design. ეს უკანასკნელი მოდის სახლმა ჯერ კიდევ 1901 წელს მიიღო, მას შემდეგ, რაც დიზაინის ღია კონკურსში გაიმარჯვა.

ახალი დიზაინი Lee-ს პირველ სარეკლამო კამპანიაშიც იყო ინტეგრირებული, რომელიც ბარბერთან ერთად წამოიწყო. რეჟისორ ტაირონ ლებონის ხელმძღვანელობით, კამპანიაში მონაწილეობენ მსახიობი ვანესა რედგრეივი, ფეხბურთელი რაჰიმ სტერლინგი, მუსიკოსები ჯონ გლეშერი და ლენონ გალაჰერი. ისინი ქუჩის სტილის ფოტოებში გამოჩნდნენ, ლოგოსთან ერთად.

გარდა ამისა, კამპანიაში ჩართულია ისეთი დეტალები, რომლებიც „ბრიტანულობაზე“ მიანიშნებს — მაგალითად, ვარდები ინგლისის ეროვნულ ყვავილია; გადაღების ძირითად არეალს კი პარლამენტი და ტრაფალგარის მოედანი წარმოადგენდა — ლონდონის ყველაზე ცნობილი ადგილები.

ენა და გამოსახულება ამ ყველაფრის განუყოფელი ნაწილი გახდა, ამიტომ საინტერესოა იმის დანახვა, თუ როგორ იყენებენ და ხელახლა განსაზღვრავენ დღეს დიდი ბრენდები ისეთ გამყოფ სიტყვას, როგორიცაა „ბრიტანული“.

Skoda – ძაღლების მეგობარი ბრენდი

როგორ ამცირებს ინტერპერსონალური კომუნიკაცია შფოთვას და სტრესს?