in

Burger Inn-ის „ბრენდინგის სრულყოფილი გემო“ – Kraken-ის ნამუშევარი

Burger Inn-ის ბრენდინგზე ციფრული საკომუნიკაციო სააგენტო Kraken • კრაკენ-ის გრაფიკულმა დიზიანერებმა: თინა მაყაშვილმა და ციცი ბოდოკიამ იმუშავეს და შექმნის პროცესის დეტალებიც თავადვე გაგვიზიარეს:

M: რა იყო თქვენთვის დასმული ამოცანა და როგორ გადაჭერით?
ბრენდინგი ძალიან ჰგავს Burger inn-ის ბურგერს: გსურს, რომ არასოდეს დამთავრდეს. ჩვენი მიზანიც ეს იყო: ბრენდინგის სრულყოფილი გემოს მიღწევა! ბრენდი არის ემოცია და უემოციოდ რომ არ გვემუშავა, ჯერ ბურგერი დავაგემოვნეთ და მერე გემრიელად გაოცებულებმა ამოცანად ამ ემოციის ბრენდინგად გადაქცევა ავიღეთ. ვფიქრობთ, რომ ეს იყო გადაჭრაც.

M: რა კონცეფცია აქვს ბრენდს და როგორ აისახა ეს ვიზუალურ ნაწილში?
საუკუნეების წინ “Inn“ ერქვა ადგილს, რომელიც მდებარეობდა გზატკეცილის გასწვრივ. მოგზაურებს შეეძლოთ წასახემსებლად შესვლა და დასვენება. მუშაობის პირველ ეტაპზე რესტორნის არქიტექტორთან ერთად შევიმუშავეთ კონცეფცია, რომელიც რეტრო ამერიკული სიმბოლოებით იყო გაჯერებული. შედეგად, რესტორნის არქიტექტურული ხასიათი ერთგვარ ბრენდინგადაც იქცა.

M: რა იყო Burger Inn-ის ბრენდინგზე მუშაობისას მთავარი სირთულე?
პირველ რიგში, ის რომ მუშაობის პროცესი დაემთხვა ვირუსის გავრცელების პერიოდს. შესაბამისად, დისტანციურად აზრების გაცვლა საკმაოდ დამქანცველი აღმოჩნდა და თავისთავად, პროცესი დროშიც გაიწელა. მეორე მხრივ, ბრენდინგის სრულყოფილი გემოს მიღწევა, ალბათ, შეუძლებელია და პროექტის დასრულება ძალზედ გაგვიჭირდა. ისე გვეგემრიელებოდა ამ ყველაფერზე მუშაობა, რომ ძლივს მივედით დასასრულამდე, მაგრამ, აი, დასასრულიც:

„აჭარაბეთის“ მხარდაჭერით, პანდემიით დაზარალებულებისთვის სტეფანე საქველმოქმედო კონცერტს გამართავს

ქართული კომპანია Edison Tech Solutions სომხეთს სადეზინფექციო კაბინებს აჩუქებს