Burger King დაარსებიდან 70 წლის იუბილეს ახალი კამპანიით აღნიშნავს — სამზარეულოს გარეთ ანთებს „ვნების ცეცხლს“. ციფრული სააგენტო Room23-ის მიერ შექმნილი პრინტ კამპანია ხანდაზმულ ადამიანებზეა ფოკუსირებული, რაც სიმბოლურად ბრენდის მიმართ ხანგრძლივ ერთგულებაზე მიანიშნებს, კერძოდ, 1954 წლიდან დღემდე.
როგორც Burger King-ში განმარტავენ, ასე ზუსტად ასახავენ საკვები ბრენდის მიმართ ათწლეულების განმავლობაში მოპოვებულ ერთგულებას. „ისე, როგორც მარადიული რომანი, ბურგერ კინგის საკვები ისეთივე ცხელი და მიმზიდველია, როგორც პირველ ჯერზე“.