in ,

Burger King-მა თავისი მომხმარებელი McDonald’s-ში გაგზავნა! რა იმალება ამ უჩვეულო საქციელს მიღმა?

BOG
BOG

მართალია, Burger King-ი კვლავ აქტიურად განაგრძობს მხიარულ პროვოკაციებს McDonalds-ის მიმართ, მიუხედავად ამისა, რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, სულ ცოტა ხნის წინ, კომპანიამ მხარდასაჭერი აქტივობა განახორციელა. ფილმის პრემიერებით ან თუნდაც ჰელოუინის კოსტიუმებით გაკრიტიკება Burger Kind-მა გვერდით გადადო და თავის კონკურენტს მნიშვნელოვან კამპანიაში გვერდით დაუდგა. საქმე ის არის, რომ McDonald-ი არგენტინაში არსებულ თავის რესტორნებში აწესებს ერთ დღეს და მის განმავლობაში შემოსულ თანხას მთლიანად ქველმოქმედებას ახმარს. სწორედ ამ მიზეზით, Burger King-მა კონკურენტობა გვერდით გადადო და ამ დღეს თავის რესტორნებში მისულ მომხმარებელს ტრადიციული Whopper-ით გამასპინძლებაზე უარი უთხრა, სანაცვლოდ ისინი McDonald-ში Big Mac-ის დასაგემოვნებლად და მეტი თანხის შესაგროვებლად გაგზავნა.

BOG
BOG

 

„ალტაოქეის“ საახალწლო ვიდეორგოლების სერია „საჩუქრების ფფფოიერვერკით“ გრძელდება

TAMOONZ-ის „ჩემი ქართული რეალობა“ – ყოველდღიურობით შთაგონებული ილუსტრაციები