in

“ბურგერ კინგმა” ხანძარსაწინააღმდეგო სახალისო ბილბორდი შექმნა

სწრაფი კვების რესტორნების ქსელმა Burger King ხანძარსაწინააღმდეგო ბილბორდი შექმნა. რეკლამა “ბურგერ კინგის” სტუმრებს აფრთხილებს, რომ მოსალოდნელია ხანძარი. რეკლამა მომხმარებლებს აფრთხილებს, რომ ხანძრის შემთხვევაში, თავი შეუძლიათ შეაფარონ ადგილებს, სადაც ცეცხლი არ არის (ნაგულისხმევია “მაკდონალდსი”). ამგვარად, ბრენდმა კონკურენტულ უპირატესობას გაუსვა ხაზი, რომ “ბურგერ კინგში” კერძები გრილზე, ანუ ღია ცეცხლზე მზადდება. ბილბორდს კომპანიამ ხუმრობით “გრილ-ბორდი” დაარქვა. რეკლამა განთავსებულია კოპენჰაგენში, “მაკდონალდსის” რესტორანთან ახლოს, რომლის მოპირდაპირე მხარესაც “ბურგერ კინგია” გახსნილი. იდეის ავტორია სააგენტო INGO Stockholm.

Instagram მოწონებების რაოდენობის დაფარვას ოფიციალურად ტესტავს

Prada-ს ჩანთების ახალი კოლექცია არქიტექტორებმა შექმნეს