სიმელოტე რომ ბევრს აწუხებს, ეს კარგად ვიცით, მაგრამ ახლა სწორედ ამ ფაქტს დააშენა Burger King-მა Drive-thru-ს ახალი კამპანია — სიმელოტის ისეთ ტიპს მიაგნეს, რომელიც ძალიან ჰგავს ბრენდის Drive კონცეფციას შესასვლელით, შეკვეთის სივრცითა და გასასვლელით… ამ ცოტა სარკაზმულ სვლას კი თან ახლდა უფასო Whopper-ები მათთვის, ვინც Drive-thru-ს მეშვეობით შეუკვეთავდა და Bald Thru კატეგორიას მიეკუთვნებოდა.
ამგვარად, სარეკლამო სააგენტო DAVID São Paulo ყველა სახის Bald Thru სტილს გვაცნობს:
ოღონდ არ გეგონოთ, რომ ასე Burger King-მა რომელიმე მელოტი მომხმარებელი გააღიზიანა, პირიქით, კამპანიის ჩაშვებიდან პირველ 5 დღეში Burger King’s-ის რესტორნებს ნახევარ მილიონზე მეტი მელოტი ესტუმრა!