in

როგორ იქცა Burger King-ის რესტორანი ბარბის სახლად?

Come on, Barbie, let’s go to Burger King… ამ იდეას აყოლილმა ბრენდმა ბარბის უახლესი ფილმის გამოშვებასთან დაკავშირებით, თავისი ერთ-ერთი ობიექტი თოჯინის საოცნებო სახლს დაამსგავსა. საუბარია სან-პაულოში მდებარე რესტორანზე, რომლის ფასადიც მთლიანად ვარდისფერშია „ამოვლებული“, მორთულია მონოგრამიანი ფანჯრებით, ზოლიანი ჩარდახებით, ვარდისფერი პალმის ხეებით და ექსტერიერი ზუსტად იმ ავეჯითაა სავსე, რომელსაც თოჯინების ნაკრებიდან კარგად ვიცნობთ.

BOG
BOG

საკულტო ფერის მისაღებად, ბრენდი Tintas Coral-თან თანამშრომლობდა, რათა მისი ეფექტი მძაფრად აღქმადი ყოფილიყო და სიმბოლურად მეტად დაჰკავშირებოდა ბარბის იდენტობას. რესტორანში ვარდისფერი მანქანაც კი დგას, თავისი ბარბის თოჯინით. თან ეს ცვლილება მენიუზეც აისახება — ასე გამოჩნდა Ken’s Potatoes, საოცნებო ყუთში მოთავსებული.

კორელაცია გადაწყვეტილებასა და საბოლოო შედეგს შორის: სამშენებლო-დეველოპერული სფერო ფინანსური პროექციით

განახლებული Škoda Scala-სა და Kamiq-ის პირველი ფოტოები პრემიერამდე ცოტა ხნით ადრე