6
Aug
2019

გემო, რომელსაც ხედავ… – “ბურგერ კინგის” ინკლუზიური კამპანია

6 Aug 2019



“ბურგერ კინგმა” ბრაზილიაში ინკლუზიური კამპანია წამოიწყო და გემრიელი სენდვიჩების შეფასება ედუარდოს მიანდო. ედუარდო, უსინათლოა, თუმცა, ამას სულაც არ შეუშლია ხელი, ზედმიწევნით აღეწერა სენდვიჩი “ორმაგი ჩედარი”, მხოლოდ ერთი ჩაკბეჩით. კამპანიის გზავნილია “ჩვენ ვმასპინძლობთ ყველას” და მხედველობითი შეზღუდვის მქონე ადამიანებს ეძღვნება. ინტერნეტ გამოცემა AdAge-ის ცნობით, რეკლამა ბრაზილიის მასშტაბით გავრცელდება და მხედველობადაქვეითებულთათვის, სპეციალური აუდიო აღწერა ექნება. კამპანიაზე სააგენტომ David Sao Paulo იმუშავა.

 

განხილვა