ყოველწლიურად, სულ მცირე, სკოლის მოსწავლეების 30% განიცდის ბულინგის პრობლემას თანატოლების მხრიდან. ბავშვები, რომლებიც ხშირად ხდებიან, ამა თუ იმ მიზეზის გამო, დაცინვისა თუ განხილვის თემა, უმეტეს შემთხვევაში, სერიოზული ფსიქოლოგიური პრობლემების წინაშე დგებიან. იმისთვის, რომ საზოგადოება კიდევ ერთხელ აღმოჩნდეს ფაქტის წინაშე და უფრო მეტი გაგებით, სერიოზულობით მიუდგეს ამ საკითხს, Burger King-მა არაჩვეულებრივი კამპანია განახორციელა. ბრენდმა თავისი ქსელის რესტორნებში მომხმარებელი უშუალოდ გახადა ბულინგისა და მცირეწლოვანი ბავშვის დაჩაგვრის მომსწრე. სამწუხაროდ, ექსპერიმენტის შედეგი ცოტა შემაშფოთებელი აღმოჩნდა, რადგან თითქმის 95% პროცენტმა ეს ფაქტი უყურადღებოდ დატოვა. სამაგიეროდ, საკუთარი საქციელისთვის ამ ადამიანებმა პასუხი საკმაოდ ორიგინალურად აგეს, რესტორნის პერსონალმა ყველა ურეაქციო მომხმარებელს ბულინგის მსხვერპლი შეკვეთა მიართვა და ამით ხმამაღლა გაუსვა პრობლემას ხაზი. ის დანარჩენი კეთილსინდისიერი ადამიანები კი, რომლებმაც თვალი არ დახუჭეს ამ შემზარავ ფაქტზე და დაჩაგრული ბავშვების გვერდით დადგნენ, ბრენდმა უბრალოდ არაჩვეულებრივ მისაბაძ მაგალითებად აქცია.