in

ახალბედა დედები ბურგერებით ხელში — Burger King-ის კამპანიაში რეალურ კადრებს ვხედავთ

BOG
BOG

ალბათ, თქვენც შეგხვედრიათ სოციალურ ქსელში დედების ფოტოები, რომლებიც მშობიარობის შემდეგ ბურგერებს ჭამენ, ჰოდა ეს ინსაითი Burger King-მა კამპანიად აქცია. თუმცა ჩვენთვის თამამად რომ ეთქვა, მშობიარობის შემდგომ მადა ძლიერდება და საკვებიც მეტად გემრიელი ხდებაო, ამისთვის კვლევაც ჩაატარა. შემდგომ კი Bundles of Joy შემოგვთავაზა. ოღონდ სანამ ამ კამპანიას განვიხილავდეთ, სტატისტიკურ მონაცემს გაგაცნობთ — დედების მესამედს მშობიარობის შემდეგ ბურგერი უნდოდა! 

კამპანია 26 სექტემბერს ჩაუშვა, ერთი შეხედვით, ეს თქვენთვის არაფერს შეიძლება ნიშნავდეს, მაგრამ გეტყვით, რომ კონკრეტული თარიღი გაერთიანებული სამეფოსთვის სიმბოლური გახლავთ, რადგან ამ დღეს ქვეყანაში ყველაზე მეტი ბავშვია დაბადებული. 

კამპანიის ხიბლი კი სწორედ მის სიმარტივეში იმალება. ფოტოებიც და კადრებიც რეალურია, შესაბამისად, მეტად ხელშესახები ხდება სიამოვნება, რომელსაც დედები ბურგერების ჭამით იღებენ:

ვიცოდი, რომ რაღაც განსაკუთრებული გვქონდა, როცა რეალური დედების სურათებს გადავაწყდი, რომლებიც მშობიარობის შემდეგ Burger King-ს ჭამდნენ, — აცხადებს ფელიპ სერადორადა გემარესი, BBH-დან.

ვიდეოსთან ერთად, ბეჭდური კამპანიაც ჩაუშვეს, თუმცა ყველაფერი არც ამით დამთავრებულა…

Burger King UK-მ ერთი დღით The Grill Line-ის ხაზი ჩაუშვა ლონდონელი დედებისთვის. ეს იმას ნიშნავდა, რომ ისინი Whopper Meal-ს პირდაპირ საავადმყოფოს საწოლებში მიიღებდნენ… 

კამპანიაზე BBH London-მა იმუშავა.

ISO სერთიფიკატის მნიშვნელობა სამედიცინო ინდუსტრიაში: რას ნიშნავს ეს ჩვენი მომხმარებლებისთვის

ხშირ შემთხვევაში, AI-ს შეუძლია აჯობოს ნამდვილ აღმასრულებელ დირექტორებს