Burger King-მა სახალისო კამპანია წამოიწყო, რომლის ფარგლებშიც, ქუჩაში გამსვლელები გამოკითხა, მოსწონდათ თუ არა Crispy Chicken Tenders. გამოკითხულთა უმეტესობამ აღფრთოვანებით შეაფასა “ბურგერ კინგის” ეს პროდუქტი. შეიძლება ითქვას, რომ ყველაფერმა კარგად ჩაიარა, იმის გამოკლებით, რომ ეს კერძი “ბურგერ კინგის” მენიუში საერთოდ არ არის… ანუ, გამოკითხულებმა თქვეს ის, რისი მოსმენაც მათგან უნდოდათ. სწორედ ამიტომ, კომპანიამ მისი მენიუში დამატება გადაწყვიტა.