in

რას ხედავთ ფოტოებზე გასაოცარს? – Burger King ფიზიკურ დისტანცირებას მიჩვეულ მომხმარებლებს გაეხუმრა

კამპანიაზე სააგენტო DAVID-მა იმუშავა.

შემთხვევით, ხალხმრავლობა ფოტოზეც კი, უხერხულობას ხომ არ გიქმნით? პანდემიამ ხომ ერთმანეთთან ახლოს ყოფნასა და ერთ სივრცეში დიდ რიგებში დგომას გადაგვაჩვია…

მაგრამ ნუ ინერვიულებთ! კამპანია, რომელიც „ბურგერ კინგს“ ეკუთვნის, უბრალოდ, ხუმრობაა. სააგენტო DAVID-მა სხვადასხვა ქალაქში BK-ის ფილიალებში გადაღებული ძველი ფოტოები შეაგროვა და ერთად გამოაქვეყნა.

მიუხედავად იმისა, რომ ფოტოებზე ერთად შეკრებილ ბევრ ადამიანს ვხედავთ, ბრენდის მიზანი მხოლოდ ჩვენი ყურადღების ამ გზით მიქცევა იყო! რეალურად, ნამდვილი სათქმელი ისაა, რომ მომხმარებლებს მხოლოდ Burger King-ის Drive-Thru რიგში ჩადგომა მოუწევთ და არა – მის შიდა სივრცეში შეკვეთის მისაცემად ბევრი ადამიანის გვერდით ყოფნა.

გაიცანით, Ogilvy Georgia-ს ახალი გენერალური მენეჯერი

ევროკავშირის და ევროპის საინვესტიციო ბანკის ჯგუფის მხარდაჭერით, „ნავნემ“, პანდემიისას, არამხოლოდ ბიზნესის გადარჩენა, არამედ გაფართოება შეძლო