in

დიდი გაცვლა! – Burger King-ის კამპანია

თუკი, პანდემიისა და კარანტინის გამოწვევა თქვენც შეგეხოთ, დიდია ალბათობა, რომ დღე-ღამის მანძილზე დიდ დროს უთმობდეთ ეკრანის ყურებას. და თუკი ასეა, მაშინ დიდი ალბათობით, ხშირად ხედავდით ღილაკს, რომელსაც “Burger Button”-ს უწოდებენ ხოლმე (გამოიხატება სამი ტოლობის სიმბოლოთი). პანდემიისას კი, გემრიელი ბურგერის შეკვეთა არც ისე მარტივად იყო შესაძლებელი. სწორედ, ამ თემას დაუკავშირა საკუთარი კამპანია ჩილეს Burger King-მა და სააგენტო Wolf BCPP-თან ერთად, მომხმარებლებს “ბურგერ ღილაკის” ნამდვულ ვუპერში გაცვლა შესთავაზა. მომხმარებლებს შეუძლიათ ჰამბურგერის ღილაკს სქრინი გადაუღონ და ფოტო Burger King Chile-ს ინსტაგრამ ექაუნთს გაუგზავნონ, სანაცვლოდ, ნამდვილი მიიღონ და თანაც, უფასო საკურიერო მომსახურებით.

ერთი ცუდი თანამშრომელი მთლიან ორგანიზაციას ანგრევს

ქართული ყავის კომპანია „მეამას“ შენობა, შესაძლოა, მსოფლიოში საუკეთესოდ დასახელდეს