in

Burger King აბრით: „ქირავდება“ გვარწმუნებს, რომ McDonald’s-სთან ახლოს ცხოვრება კარგია

სწრაფი კვების გიგანტის, „ბურგერ კინგის“ კიდევ ერთი კამპანია ხაზს უსვამს, რომ ბრენდს იუმორის გრძნობას, ამქვეყნად, ვერავინ და ვერაფერი დაუკარგავს.

ბრაზილიაში, სან-პაულუში, სააგენტო David-ის დახმარებით, ქალაქში მისი ინსტალაციები გამოიკრა, წარწერით: „ქირავდება“ და „იყიდება“.

აქ კრიტიკულად მნიშვნელოვანია ადგილი – აბრები ზუსტად მისი კონკურენტის – „მაკდონალდსის“ ობიექტების ზედა სართულსა თუ მის გვერდით განთავსდა.

„არ იდარდოთ. მეზობელი ღია ცეცხლზე არასდროს ამზადებს“, – ვკითხულობთ ერთ-ერთ ინსტალაციაზე იმ დროს, როცა სხვა აბრაზე მითითებულია ნომერი, რომელზე დარეკვის შემთხვევაშიც, აუდიო გზავნილის მეშვეობით, ბრენდი განმარტავს, რატომ არის კარგი ისეთი მეზობლის ყოლა, რომელიც ბურგერის მოსამზადებლად გრილს არ იყენებს და რომ იმ შემთხვევაში, თუ მშიერი ხართ, „ბურგერ კინგის“ გრილზე მომზადებული კოტლეტიანი ბურგერი დაგანაყრებთ.

აუდიოგზავნილი ელექტრონული ფოსტის მისამართით სრულდება, რომლის საშუალებითაც, ბრაზილიაში, მომხმარებლებს ბრენდთან დაკავშირება შეუძლიათ.

„ჯეოლაბის“ პრინტ კონკურსის შედეგები ცნობილია! – #მადლობაექიმებს!

არ მიუახლოვდე! – გაეროს პრინტ კამპანია