16
Oct
2018

“ჟღალი ბაზარი” Burger King-ის სახალისო რეკლამაში

16 Oct 2018

Elit Electronics


Burger King-მა, ჟღალთმიანთა მხარდასაჭერად, უჩვეულო აქცია წამოიწყო. როგორც ინტერნეტ ჟურნალი The Drum იუწყება, კამპანიის ფარგლებში, ყველა ჟღალთმიანი და მათი თითო მეგობარი თითო ვუპერს უფასოდ მიიღებენ. აქციის წამოწყება უცნაურმა სტერეოტიპმა განაპირობა. არგენტინელთა ცრურწმენით, ჟღალთმიანის დანახვა უბედურების მომტანია. ამ მიზეზით, ქვეყნის 2%, რომელიც ჟღალ თმას ატარებს, რეგულარული დისკრიმინაციისა და უხერხულობის მსხვერპლია. კამპანიის ფარგლებში, “ბურგერ კინგმა” ვიდეორგოლიც გადაიღო, სადაც ჟღალთმიანები თავიანთ ამბებს გვიზიარებენ.

 

განხილვა