13
Jan
2020

Burger King, ჰარისა და მეგანს, საკუთარ გვირგვინს სთავაზობს

13 Jan 2020

Burger King დიდი ხანია ამტკიცებს, რომ მათი მთავარი სიმბოლო გვირგვინი დიდგვაროვნებისთვისაა. როცა პრინცმა ჰარიმ და მეგან მარკლმა მაღალი რანგის სამეფო სტატუსის დატოვებაზე და ფინანსური დამოუკიდებლობის შესახებ გააკეთეს განცხადება, ფასტ ფუდის ბრენდმა მათ, არც მეტი არც ნაკლები, სწორედ ეს გვირგვინი შესთავაზა.

Burger King Argentina-მ და სააგენტომ HOY სპეციალური პრინტი შექმნეს, წარწერით: „ძვირფასო ჰერცოგო და ჰერცოგინია, თუ ახალ სამსახურს ეძებთ, თქვენთვის ახალი გვირგვინი გვაქვს“.

თუმცა, ეს ყველაფერი არ არის, კამპანიის ფარგლებში, გვირგვინს თანდართული ფურცელიც მოჰყვება.

„შევიტყვეთ, რომ პრინცმა და ჰერცოგინიამ გადაწყვიტეს, უარი თქვან სამეფო ოჯახში საკუთარ როლზე და იმუშაონ, რომ ფინანსურად დამოუკიდებლები გახდნენ. თქვენთან ასეთი წინადადება გვაქვს: ისე მოიქეცით, როგორც ასობით ადამიანი, გადადგით პირველი ნაბიჯები ჩვენთან ერთად.  ამ გვირგვინს იდეალურად მოირგებთ. თანაც, ჰერცოგად და ჰერცოგინიად ამდენწლიანი ცხოვრების შემდეგ, დროა, ნამდვილი მეფეებივით მიირთვათ“.

ეს კამპანია, რეალურად, Burger King-ში ახალი კადრების მოზიდვას ემსახურება. პოსტერს თან ახლავს სპეციალური კოდი. მისი დასკანერების შემდეგ, მომხმარებელი, რომელიც, სამეფო ოჯახის წევრებივით სამსახურს ეძებს, ავტომატურად, კომპანიის დასაქმების გვერდზე გადადის.

 

განხილვა