in

როგორ გავაკეთოთ “საკარანტინო ვუპერი” სახლში? – Burger King-ის რეკლამა

რეკლამა, კარანტინის ეპოქაში, მარტივი საქმე სულაც არ არის. თუმცა, სანამ სხვა კომპანიები სიტუაციის დამშვიდებას ელიან, “ბურგერ კინგი”, ფრანგულ სააგენტო Buzzman-თან ერთად, კვლავაც ფორმაშია. სწრაფი კვების რესტორნების ქსელმა წამოიწყო კამპანია “ვუპერი კარანტინში” ან “საკარანტინო ვუპერი” (რომელიც უფრო მოგეწონებათ). კამპანია გვიჩვენებს იმ ინგრედიენტებს, რომელთა შეძენაც მაღაზიებშია შესაძლებელი, ვუპერის სახლის პირობებში გასაკეთებლად. კამპანიას, დაწყებისთანავე, 8 საათზე ნაკლებ დროში, 9000 მოწონება და 2000 გაზიარება ჰქონდა “თვითერზე”. ვუპერის გარდა, “ბურგერ კინგმა” მენიუს სხვა კერძების ინგრედიენტებიც გაასაჯაროვა.

IT CRAFT-მა, COVID-19-ის წინააღმდეგ ბრძოლის ფონდში, 5 000 ლარი ჩარიცხა, კომპანიებს კი IT მიმართულებით ეხმარება

ჩაკეტილი საზღვრები და უსაზღვრო შესაძლებლობები