in

Burger King-ის 80-იანი წლების რესტორანი ხელუხლებელი იპოვეს

M2

მართალია, Burger King-ის ამ რესტორანმა მუშაობა 2009 წელს შეწყვიტა, მაგრამ იგი დღემდე ხელუხლებელია და ახლა კედლებს მიღმა დელავერის შტატის კონკორდის სავაჭრო ცენტრში ახალ მფლობელს ელოდება. 

ნოსტალგიებმა კი მაშინ გაიღვიძა, როცა სავაჭრო ცენტრის HVAC სისტემებზე მუშაობის დროს ჯონათან პრუიტმა Facebook-ზე რესტორნის სურათი გამოაქვეყნა. ფოტო ვირუსულად გავრცელდა, Twitter-სა და Reddit-ზეც სწრაფად დაიდო ბინა. მაღალი ინტერესის გამო კი დამალული რესტორანის ტურიც შემოგვთავაზეს. 

როგორც ხედავთ, ვინტაჟური ავეჯის ნიშნები და 80-იანი წლების მახასიათებლები დღემდეა შენარჩუნებული. სამზარეულოსა და სასმელების სივრცისთვისაც არავის უხლია ხელი. მეტიც, რესტორანი მუშაობის ბოლო დღეს არც კი დაალაგეს, რადგან კარტოფილის ნარჩენები კვლავ მაგიდაზეა…

ფიქრობენ, რომ ეს რელიქვია ხალხისთვის საოცრად შთამაგონებელია, რადგან ის ასახავს დროს, როცა საცალო ვაჭრობა მეტად ადამიანური იყო.

ლეჩხუმური ღვინის ფესტივალი და მისი ვიზუალური იდენტობა

გიორგი უშიკიშვილი – მეღვინე და მასპინძელი