სწორედ იმ დროს, როდესაც McDonald’s თითქოსდა განთავისუფლდა Buger King-ის გამუდმებული შეტევებისგან და მუშაობის მშვიდ რიტმს დაუბრუნდა, მავნე კონკურენტმა მორიგი პროვოკაციული სარეკლამო ვიდეორგოლი გამოუშვა. სააგენტო Miami Ad School-თან თანამშრომლობით მომზადებულ ვიდეოში, Burger King მხოლოდ ჯამბაზისა და McDonald’s-ის დაცინვას არ დასჯერდა, ამჯერად უფრო ფართო მასშტაბებს მისწვდა, პოლიტიკა და ზოგიერთი ქვეყნის ლიდერიც კი გააკრიტიკა. გარდა ამისა, დაძაბული პოლიტიკური ფონის გამო უჩვეულო, თანაც საინტერესო იდეაც კი გაგვიზიარა.