ლათინური ამერიკა ცნობილია თავისი უჩვეულო კანონებითა და წესებით, მიუხედავად ამისა, პერუს ახალმა ინიციატივამ მაინც ყველა მოლოდინს გადააჭარბა. 17 მარტიდან მოქალაქეებს კინოთეატრებში საჭმლით შესვლა აეკრძალათ. თუმცა, ახალ კანონში პოპკორნზე არაფერია ნათქვამი. Burger King-მა გამოსავალი სწორედ აქ იპოვა და მომხმარებელს თავისი ახალი პოპკორნი განსხვავებული შეფუთვით შესთავაზა. საქმე ისაა, რომ სააგენტო McCann-თან ერთად შექმნილი პროდუქტი მცირე დაუმორჩილებლობას გულისხმობს. პოპკორნის შეფუთვას რამდენიმე ფენა აქვს, სადაც ვუპერი და კარტოფილია მოთავსებული. მართალია, იდეა ორიგინალური და ეფექტური გამოვიდა, მაგრამ მისმა არსებობამ დიდ ხანს მაინც ვერ გასტანა, Whopper-ების სამალავის შესახებ მალევე გახდაცნობილი.